ტვ პირველი|tvpirveli.ge
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ხუმრობდა, როდესაც Ultimate Fighting Championship-ის აღმასრულებელ დირექტორსა და პრეზიდენტს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა - ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
„გეტყვით, რომ მხოლოდ ვხუმრობდი, მაგრამ დანას ეს იდეა მოსწონს და მხოლოდ ერთი დანაა. ის შესანიშნავია“ - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს კვირა საღამოს ფლორიდის შტატის ქალაქ პალმ-ბიჩში, ასაფრენ ბილიკზე.
ცნობისთვის, შაბათს ტრამპმა Truth Social-ზე მოულოდნელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მან უაითს სამსახური შესთავაზა, პოზიცია ვაკანტური იყო მას შემდეგ, რაც კეიტი ზაქარიამ გასულ თვეში თანამდებობა სულ რაღაც ხუთი დღის შემდეგ დატოვა .
„სიამოვნებით გაცნობებთ, რომ დიდ დანა უაითს, სასტიკ მებრძოლსა და მეომარს, შეერთებული შტატების პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზეს“- დაწერა ტრამპმა.
გაზიარება:
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge