მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. ავტობიზნესმა $1 მილიარდის ზარალი განიცადა - რა მიზეზებზე საუბრობენ დარგის წარმომადგენლები
ავტობიზნესმა  $1 მილიარდის ზარალი განიცადა - რა მიზეზებზე საუბრობენ დარგის წარმომადგენლები

ავტობიზნესმა $1 მილიარდის ზარალი განიცადა - რა მიზეზებზე საუბრობენ დარგის წარმომადგენლები

ტვ პირველი9 ნოემბერი, 2026, 17:24|tvpirveli.ge

საქართველოს ავტოინდუსტრიის სექტორმა თითქმის 1 მილიარდი დოლარის ზარალი ნახა. ბიზნესის წარმომადგენლები მკვეთრ ვარდნასა და გაღრმავებულ კრიზისს პირდაპირ უკავშირებენ 2026 წლის 1-ელი აპრილიდან ამოქმედებულ რეგულაციებსა და ავტომობილების განბაჟების (აქციზის) გაზრდილ საფასურს.

საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, 9 თვეში საქართველოს ავტომობილების რეექსპორტი 24%-ით (475 მილიონი დოლარით) შემცირდა და 1.5 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამავე პერიოდში 13%-ით არის შემცირებული იმპორტიც - 3 მილიარდიდან 2.6 მილიარდ დოლარამდე.

როგორც „საქართველოს ავტოიმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ალექსანდრე ნონიაძემ განაცხადა, 1-მილიარდიანი დანაკარგი როგორც იმპორტის, ისე რეექსპორტის შემცირებას მოიცავს, რამაც უმძიმესი დარტყმა მიაყენა ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მზარდ და მომგებიან სექტორს.

მილიარდ დოლარამადე შემცირდა საგარეო ვაჭრობა. ესე იგი, იზარალა დარგმა, იზარალა ქვეყნის ეკონომიკამ. დიდი კომპანიების 20% არის გაჩერებული, მცირე და საშუალო კომპანიები 60-70% და დილერებიც რაღაც მოლოდინის რეჟიმში არიან. სადღაც 4.5 თუ 5-ჯერ გაძვირდა განბაჟება, 6 წლამდე ავტომოიბილების 2-ჯერ გაძირდა. შედეგად არაფერი მიგვიღია გარდა იმისა, რომ კლება გვაქვს. წარმოიდგინეთ, დღეს არის მხოლოდ მსუბუქი ავტომობილების საგარეო ვაჭრობა, ეს მაჩვენებელი. მაგის გარდა, პარალელურ დარგებში მომუშავე ადამიანები რომ ქმნიან დამატებით ღირებულებას, რა თქმა უნდა, ის ცალკე ციფრი არ აისახება. ნაწილობრივ გაუნახევრდა ამ ადამიანებს სამუშაო და პარალელურ რეჟიმში შემოსავალიც. ამას ემატება გძვირება სერვისების, მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა შემცირდა, წარმოიდგინეთ, რომ ავტოსერვისებზე ფასები კიდევ უფრო გაიზარდა. რატომ? იმიტომ, რომ პარალელურ გვეწევა ინფლაცია, - ამბობს ნონიაძე.

კომპანიების ხელმძღვანელები "პირველებთან" საუბარში ამბობენ, რომ ახლა თვითგადარჩენის რეჟიმში არიან და ავტოინდუსტრიაში მსგავსი მძიმე პერიოდი არ ახსენდებათ.

ავტოინდუსტრია, ფაქტობრივად, კვდება და ახლა, ამას ერთი ყელში წაჭერაღა უნდა და საერთოდ დაკარგავს ჰაბს. 300 მლნ-ი და 3.5. მლრდი, ეს ცოტა არ არის ამ ბიზნესისთვის. მოგეხსენებათ, შემცირდა ყველა ოჯახისთვის, ყველა წარმომადგენლისთვის, კომპანიებზე უკვე აღარ არის საუბარი, იმიტომ, რომ კომპანიები ცდილობენ, გადაეწყონ, მაგრამ ეს დარგი არის ცოტა სენსიტიური. აქციზის არასწორი დალაგების გამო იწვევს ეს ყველაფერს. დავკარგეთ ბაზრები აზერბაიჯანი, სომხეთი, ფაქტობრივად, ყაზახეთი დავკარგეთ, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.
გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საფარი: ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის ბავშვზე სექსუალურად ძალადობდა

საფარი: ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის ბავშვზე სექსუალურად ძალადობდა

ტვ პირველი

ინკოგნიტო ბარათები აზარტული თამაშებისთვის - სათამაშო ბიზნესმა ალტერნატიული ე.წ საგადასახადო სისტემა დანერგა

ინკოგნიტო ბარათები აზარტული თამაშებისთვის - სათამაშო ბიზნესმა ალტერნატიული ე.წ საგადასახადო სისტემა დანერგა

ტვ პირველი

სააკაშვილს პირადი ცხოვრება ავუშენეთ, ციხეში იყო კაცი და შვილი შეეძინა, პენიტენციურს შეიძლება მადლობაც გადაუხადოს - პაპუაშვილი

სააკაშვილს პირადი ცხოვრება ავუშენეთ, ციხეში იყო კაცი და შვილი შეეძინა, პენიტენციურს შეიძლება მადლობაც გადაუხადოს - პაპუაშვილი

ტვ პირველი

"დაბალი დონის გადაწყვეტილება" - პაპუაშვილი აკრიტიკებს ევროკავშირს, რომ “ოცნება“ გაფართოვების ფორუმზე არ მიიწვიეს

"დაბალი დონის გადაწყვეტილება" - პაპუაშვილი აკრიტიკებს ევროკავშირს, რომ “ოცნება“ გაფართოვების ფორუმზე არ მიიწვიეს

ტვ პირველი