მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. პაატა სალია პენიტენციური სამსახურის მაღალჩინოსნებისთვის ბრალის წაყენებაზე პირველ კომენტარს აკეთებს | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი
პაატა სალია პენიტენციური სამსახურის მაღალჩინოსნებისთვის ბრალის წაყენებაზე პირველ კომენტარს აკეთებს | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი

პაატა სალია პენიტენციური სამსახურის მაღალჩინოსნებისთვის ბრალის წაყენებაზე პირველ კომენტარს აკეთებს | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია პატიმარ დავით ფეიქრიშვილის მიმართ ციხეში განხორციელებულ ძალადობის საქმეზე პენიტენციური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელისთვის გიორგი პატარიძისთვის ბრალის წაყენებაზე პირველ კომენტარს აკეთებს.

მისი თქმით, ის ამ კონკრეტულ საქმეზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ გრძნობს.

"როგორც კი ინფორმაცია გასაჯაროვდა, იმავე წუთს იყო მითითება გენინსპექციის მიმართ, რომ დაეწყოთ გამოძიება ამ საკითხთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რას აცხადებდა პენიტენციური სამსახური, ჩვენ ვაწარმოებდით გამოძიებას", – თქვა მან.

მოგეხსენებათ, რომ ეს ადამიანები დღეს არ არიან თანამდებობაზე, ხოლო რაც შეეხება სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ეს უკვე პროკურატურის საქმეა. იმისთვის, რომ არ გაჩენილიყო რაიმე კითხვა, რომ იგივე უწყება იძიებს მისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხს, ეს საქმე გადავეცით პროკურატურას, რათა ობიექტურად წარიმართოს გამოძიება. დაველოდოთ შედეგებს. ამ ეტაპზე ვიცით, რომ მათ ბრალი წარედგინათ, მოვისმინეთ გარკვეული დეტალები, თუმცა, ეს ყველაფერი, კიდევ ერთხელ, არ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას, სასამართლომ უნდა დაადგინოს, არიან ეს პირები დამნაშავეები, თუ - არა. ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის სწორედ ის, რომ მყისიერი, ადეკვატური რეაქცია მქონდეს ნებისმიერ დარღვევაზე, რაც სისტემაში მოხდება და ხელი შევუწყო გამოძიების სწორად წარმართვას“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ.

რაც შეეხება სხვა გახმაურებულ საქმეებს, სადაც ისმის ბრალდებები როგორც ციხის უფროსის ასევე პენიტენციური დაწესებულების სხვა მაღალჩინოსნების მიმართ, მინისტრის თქმით, თუ იქნება შესაბამისი მიმართვა, გამოძიების დაწყებაზე იმსჯელებენ.

პენიტენციური სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი პატარიძეს და გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს, რამაზ ფირცხალავას აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 -10 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ .

გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა გამოაცხადა. მოსამართლემ ბრალდებულებს გირაოს გადასახდელად 20-დღიანი ვადა განუსაზღვრა.

დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალი ჯამში 7 პირს წარედგინა- სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი პატარიძეს, №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს რამაზ ფირცხალავას, და მე-8 პენიტენციურ სამსახურში განთავსებულ პატიმრებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, დავით კაჭარავს და პავლე გოცირიძეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 16 ოქტომბერს, ერთი და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული ბრალდებულები - ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს. მათი საკანში განაწილებამდე, ვატო ყიფიანის თხოვნის საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის გიორგი პატარიძის მითითებით და №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის - რამაზ ფირცხალავას გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონის - „პენიტენციური კოდექსის“ და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციური დაწესებულების“ დებულების მოთხოვნათა უხეში დარღვევით, ზემოაღნიშნული პირები და ამავე დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებული დავით კაჭარავა და მსჯავრდებული პავლე გოცირიძე, დავით ფეიქრიშვილის საკანში შეასახლეს. როგორც უწყება ამბობს, იმავე დღეს, ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა, დავით კაჭარავამ და პავლე გოცირიძემ ჯგუფურად განახორციელეს ფიზიკური ძალადობა დავით ფეიქრიშვილის მიმართ, რაც გაგრძელდა 2026 წლის 20 ოქტომბრამდე. განხორციელებული ძალადობის შედეგად, დავით ფეიქრიშვილმა მიიღო მთელ სხეულზე მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის 4 ნეკნის, ხერხემლის მალების განივი მორჩების მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა, რაც მიეკუთვნება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამსახური

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 55 სტატია.

  • რეექსპორტის საფასური 450 ლარით გაიზარდა - შემოსავლების სამსახურმა მოსაკრებელი დააწესაBM.GE
  • საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავარუსთავი 2
  • პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის საქმეზე ადვოკატისთვის ჩანაწერების შეზღუდვას უარყოფსფორმულა
  • საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე 8 კილოგრამამდე ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავაიმედი
სამსახური →

მსგავსი სტატიები

მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“ დროებით ვერ მოემსახურება ამომსვლელ მგზავრებს

მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“ დროებით ვერ მოემსახურება ამომსვლელ მგზავრებს

ტვ პირველი

„ამ აქციებზე ერთადერთი მოძალადე იყო „ქართული ოცნება“ - ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან

„ამ აქციებზე ერთადერთი მოძალადე იყო „ქართული ოცნება“ - ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან

ტვ პირველი

არ ვყოფილვარ 4 ოქტომბრის აქციაზე, ციხეში ვიყავი - გვარამიას პასუხი ნადარაიას

არ ვყოფილვარ 4 ოქტომბრის აქციაზე, ციხეში ვიყავი - გვარამიას პასუხი ნადარაიას

ტვ პირველი

ღარიბაშვილი გამოძიების დაწყებას ითხოვს - ადვოკატმა განმარტა, რატომ არ შეხვდა ექს-პრემიერი გასაუბრებაზე შესულ გამომძიებელს

ღარიბაშვილი გამოძიების დაწყებას ითხოვს - ადვოკატმა განმარტა, რატომ არ შეხვდა ექს-პრემიერი გასაუბრებაზე შესულ გამომძიებელს

ტვ პირველი