მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის საქმეზე ადვოკატისთვის ჩანაწერების შეზღუდვას უარყოფს
პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის საქმეზე ადვოკატისთვის ჩანაწერების შეზღუდვას უარყოფს

პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის საქმეზე ადვოკატისთვის ჩანაწერების შეზღუდვას უარყოფს

ფორმულა|formulanews.ge

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ადვოკატის, დარეჯან სულაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, მას ლაითურის №1 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულ გელა ისაშვილთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებული ჩანაწერების დაწესებულებიდან გატანის შესაძლებლობას არ აძლევდნენ.

უწყების განმარტებით, პენიტენციური კოდექსის 115-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ბრალდებულსა და მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეუზღუდავი რაოდენობით გაგზავნოს და მიიღოს წერილები, რომელთა დამუშავებასაც თავად დაწესებულება უზრუნველყოფს. ამავე კანონის თანახმად, კორესპონდენციის შემოწმება ძირითადად მოიცავს მის ვიზუალურ დათვალიერებას შინაარსის გაცნობის გარეშე. კანონმდებლობა ითვალისწინებს გამონაკლისებსაც — უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, უსაფრთხოებას ან სხვა პირთა უფლებებს, თანამშრომელი უფლებამოსილია გაეცნოს კორესპონდენციის შინაარსს და საჭიროების შემთხვევაში შეზღუდოს მისი გაგზავნა.

პენიტენციური სამსახურის ცნობებით, კონკრეტულ შემთხვევაში ადვოკატ დარეჯან სულაშვილის მიერ დაწესებულებიდან გასატან ჩანაწერს მხოლოდ ვიზუალური შემოწმება ჩაუტარდა შინაარსის გაცნობის გარეშე, რის შემდეგაც მასალები ადვოკატს სრულად გადაეცა. უწყება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ადვოკატს ჩანაწერების გატანა აეკრძალა, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ყველა აუცილებელი კანონიერი პროცედურის გავლის შემდეგ მას მასალების გატანის სრული შესაძლებლობა მიეცა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამსახური

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 74 სტატია.

  • საგამოძიებო სამსახურმა საცხოვრებელი სახლიდან ₾38 000 ღირებულების უაქციზო სიგარეტი ამოიღოBM.GE
  • იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორად რამაზ თათარაშვილი დანიშნარუსთავი 2
  • სალია არ პასუხობს შეკითხვას, აქვს თუ არა ხმა პენიტენციური სამსახურის გავრცელებულ ვიდეოკადრებსტვ პირველი
  • საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე 8 კილოგრამამდე ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავაიმედი
სამსახური →პენიტენციური →

მსგავსი სტატიები

აშშ-ში კომპანიები დემოკრატების მოსალოდნელი გამოძიების შიშით ლობისტებსა და იურისტებს ქირაობენ

აშშ-ში კომპანიები დემოკრატების მოსალოდნელი გამოძიების შიშით ლობისტებსა და იურისტებს ქირაობენ

ფორმულა

ლევან ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიას უშიშარ მებრძოლს უწოდებს და სრულ სოლიდარობას უცხადებს

ლევან ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიას უშიშარ მებრძოლს უწოდებს და სრულ სოლიდარობას უცხადებს

ფორმულა

საზმაუს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ დავით ქართველიშვილი აირჩიეს

საზმაუს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ დავით ქართველიშვილი აირჩიეს

ფორმულა

TI: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ოცნებას ეკსირება, ვითხოვთ გათავისუფლებას

TI: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ოცნებას ეკსირება, ვითხოვთ გათავისუფლებას

ფორმულა