მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. მოსამართლემ პოლიტიკოსს ჰკითხა, რატომ ითხოვენ მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებას უცხოელების დახმარებით
მოსამართლემ პოლიტიკოსს ჰკითხა, რატომ ითხოვენ მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებას უცხოელების დახმარებით

მოსამართლემ პოლიტიკოსს ჰკითხა, რატომ ითხოვენ მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებას უცხოელების დახმარებით

ტვ პირველი16 ნოემბერი, 2026, 17:26|tvpirveli.ge

რამდენად მისაღებია ვეტინგის ისეთი მოდელი, რომელშიც მოსამართლეთა კეთილსინდისიერებისა და კვალიფიკაციის შემოწმების პროცესში უცხოელ წარმომადგენლებს არსებითი და გადამწყვეტი როლი აქვთ? - ეს კითხვა მოსამართლე ევა გოცირიძემ "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერს, ნიკა გვარამიას დაუსვა.

მოსამართლე დაინტერესდა, ხომ არ გულისხმობს ეს სასამართლო სისტემის მოწყობისა და მოსამართლეთა შერჩევის საკითხებში სახელმწიფო სუვერენიტეტის დათმობას.

თავის მხრივ გვარამიამ თქვა, რომ ვეტინგი სუვერენიტეტის დათმობად არ მიაჩნია და მას შიდასახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებად განიხილავს.

გვარამიამ ახსნა, რომ ვეტინგის პროცესში უცხოელების მონაწილეობა არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებები მათ ნაცვლად უნდა მიიღონ.

პოლიტიკოსის მოსაზრებით, შესაძლებელია შეიქმნას მიუკერძოებელი ადამიანებისგან შემდგარი პანელი, რომელშიც, მაგალითად, "ევროტოლის" ან მსგავსი ტიპის ზენაციონალური ორგანიზაციების წარმომადგენლები იქნებიან ჩართული.

გვარამიას განმარტებით, ევროკავშირი საქართველოს ეუბნება, რომ არსებული სასამართლო სისტემით ის ევროკავშირის კრიტერიუმებს ვერ პასუხობს, თუმცა კონკრეტულად ვეტინგის შემოღებას არ ავალდებულებს - ეს რეკომენდაციული ხასიათის ინსტრუმენტია.

"ევროკავშირი ჩვენ ამ ვეტინგს კი არ გვალდებულებს, ის გვეუბნება, რომ ამ სასამართლო სისტემით ევროკავშირის კრიტერიუმებს თქვენ ვერ პასუხობთ. ჩემი შემოთავაზებაა, როგორც ერთ-ერთი ინსტრუმენტის, ეს: თუ თქვენ სხვა ინსტრუმენტი გაქვთ, გააკეთეთ სხვა ინსტრუმენტით, ოღონდ შედეგი მაჩვენეთ, რომ მიიღწა. ეს რეკომენდაციული ხასიათისაა, როგორც მათი ერთ-ერთი შემოთავაზება".— განაცხადა გვარამიამ.
გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კობახიძე ამბობს, რომ 2020 წლის შემდეგ, ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა სიღარიბე დაძლია

კობახიძე ამბობს, რომ 2020 წლის შემდეგ, ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა სიღარიბე დაძლია

ტვ პირველი

„ღარიბაშვილს უფრო მეტი აქვს სათქმელი ამ სახელებთან და გვარებთან დაკავშირებით“ - ადვოკატი

„ღარიბაშვილს უფრო მეტი აქვს სათქმელი ამ სახელებთან და გვარებთან დაკავშირებით“ - ადვოკატი

ტვ პირველი

მოსამართლის კითხვა: ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირების მოთხოვნა არ ავნებს სახელმწიფო ინტერესებს?

მოსამართლის კითხვა: ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირების მოთხოვნა არ ავნებს სახელმწიფო ინტერესებს?

ტვ პირველი

ღარიბაშვილის ადვოკატებმა სავარაუდო მუქარის წერილთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართეს

ღარიბაშვილის ადვოკატებმა სავარაუდო მუქარის წერილთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართეს

ტვ პირველი