მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. ღარიბაშვილის ადვოკატებმა სავარაუდო მუქარის წერილთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართეს
ღარიბაშვილის ადვოკატებმა სავარაუდო მუქარის წერილთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართეს

ღარიბაშვილის ადვოკატებმა სავარაუდო მუქარის წერილთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართეს

ტვ პირველი16 ნოემბერი, 2026, 17:30|tvpirveli.ge

ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატები გამოძიების დაწყებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით ისინი ცოტა ხნის წინ პროკურატურაში მივიდნენ და განცხადება შეიტანეს. საქმე ეხება წერილს, რომელიც ექსპრემიერის მტკიცებით, მასთან ივანიშვილმა მდინარაძის სახელით შეაგზავნა და რომელიც არჩადენილი დანაშაულის აღიარების მოთხოვნას და მუქარას შეიცავდა.

თავად ირაკლი ღარიბაშვილი აწერს ხელს და მე ვაწერ ხელს. მისი განცხადებაა ეს. გამოძიება დიდი ხანია უნდა დაწყებულიყო აქამდეც. იმის გამო, რომ ვხედავთ, რომ არ აპირებენ გამოძიების დაწყებას და დამტებითი სათქმელი რომ არ მივცეთ, გადავწყვიტეთ, რომ შევიტანოთ ეს განცხადება გამოძიების დაწყების თაობაზე, სადაც უკვე ძალიან მკაფიოდ არის დასაბუთებული თუ რატომ უნდა დაიწყოს გამოძიება, - ამბობს უფლებამდაცველი სოსო ბარათაშვილი.

გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს ღარიბაშვილის კიდევ ერთი ადვოკატი ნათია თამაზაშვილიც.

გამოძიება უნდა დაიწყოს აუცილებლად იმის დადასტურებლად, რომ ეს ყოველივე ემსახურებოდა ერთ მიზანს, ასე ვთქვათ, ირაკლიდ დისკრედიტაციას და არარსებული ბრალის წაყენებას, რაც შემდგომ უკვე ვიხილეთ. დანაშაულია და ირაკლის მიმართ წამების ტოლფასი ქმედებაა ჩადენილი და ის წერილი ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო, თუ რა შინაარსის წერილი გამოუგზავნეს ირაკლის და ბუნებრივია, ყველას შეუძლია, შეაფასოს და თქვას, იყო თუ არა დანაშაულის ნიშნები. აუცილებელი იყო მყისიერი რეაგირება და გამოძიების დაწყება. გამოძიების დაწყების შემთხვევაში, ირაკლი მზად არის, სრულად მიაწოდოს საგამოძიებო ორგანოებს ინფორმაცია და ბუნებრივია, ამის ფარგლებშ ექნებათ სრული ინფორმაცია ვინ, რა და როგორ, - ამბობს კიდევ ერთი ადვოკატი ნათია თამაზაშვილი.

შეგახსენებთ, რომ რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მისულ გამომძიებლებს ირაკლი ღარიბაშვილი არ შეხვდა. ექსპრემიერის ადვოკატის განმარტებით, გასაუბრებას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს. შესაბამისად, ბარათაშვილი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი, პროკურატურა ღარიბაშვილის განცხადებებზე გამოძიებას დაიწყებს, ის მზად არის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ჩვენება მისცეს.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გამოძიება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 50 სტატია.

  • პაატა სალია ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეში ყოფილი მაღალჩინოსნების ბრალეულობაზე: ეს ადამიანები დღეს არ არიან თანამდებობაზე, რათა არ გაჩენილიყო რაიმე კითხვა, ამიტომ გადავეცით ეს საქმე პროკურატურას, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართოსრუსთავი 2
  • მალაიზიამ AI ჩიპების შესაძლო რეექსპორტზე Megaspeed-ის შვილობილი კომპანიის გამოძიება დაიწყოBM.GE
  • სკოლაში მე-4 კლასელზე სავარაუდო სექსუალურ ძალადობაზე საუბრობენ – დაწყებულია გამოძიებანეტგაზეთი
  • ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვსფორმულა
გამოძიება →ღარიბაშვილის →

მსგავსი სტატიები

კობახიძე ამბობს, რომ 2020 წლის შემდეგ, ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა სიღარიბე დაძლია

კობახიძე ამბობს, რომ 2020 წლის შემდეგ, ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა სიღარიბე დაძლია

ტვ პირველი

„ღარიბაშვილს უფრო მეტი აქვს სათქმელი ამ სახელებთან და გვარებთან დაკავშირებით“ - ადვოკატი

„ღარიბაშვილს უფრო მეტი აქვს სათქმელი ამ სახელებთან და გვარებთან დაკავშირებით“ - ადვოკატი

ტვ პირველი

მოსამართლის კითხვა: ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირების მოთხოვნა არ ავნებს სახელმწიფო ინტერესებს?

მოსამართლის კითხვა: ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირების მოთხოვნა არ ავნებს სახელმწიფო ინტერესებს?

ტვ პირველი

მოსამართლემ პოლიტიკოსს ჰკითხა, რატომ ითხოვენ მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებას უცხოელების დახმარებით

მოსამართლემ პოლიტიკოსს ჰკითხა, რატომ ითხოვენ მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებას უცხოელების დახმარებით

ტვ პირველი