
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა საკონსტიტუციოში 17 ნოემბერს განახლდება
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა საკონსტიტუციოში 17 ნოემბერს 12:00 საათზე განახლდება.
პროცესი კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდება და მოსამართლეების კითხვებს კვლავ პარტია „ძლიერი საქართველო - ლელოს” წარმომადგენლებს დაუსვამენ.
საქმის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო. სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი შვიდი მოსამართლის შემადგენლობით განიხილავს.
სარჩელს ხელს აწერს საქართველოს პარლამენტის 88 დეპუტატი. ისინი შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვენ: „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის − გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და „გახარია საქართველოსთვის“.
საკონსტიტუციო სარჩელს თან ერთვის XI მოწვევის პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა.
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge