ორიგინალი
სალომე ზურაბიშვილი: ჩვენს ქვეყანაში, ამ სისტემაში ადამიანის უსაფრთხოება დაცული არ არის - უნდა ვებრძოლოთ სისტემას
ტვ პირველი·20:35

სალომე ზურაბიშვილი: ჩვენს ქვეყანაში, ამ სისტემაში ადამიანის უსაფრთხოება დაცული არ არის - უნდა ვებრძოლოთ სისტემას

25 ნოემბერი, 2026 · 20:35

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ჩვენს ქვეყანაში, ამ სისტემის პირობებში ადამიანის უსაფრთხოება დაცული არ არის - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ამის შესახებ ფბ-ლაივში მოქალაქის დასმული კითხვის საპასუხოდ გაანცხადა.

მოქალაქემ მას ქვემო ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შესახებ ჰკითხა. ზურაბიშვილი ამბობს, რომ სისტემის შეცვლის და გამოსწორების გარეშე, ცალ-ცალკე საკითხები ქვეყანაში ვერ გამოსწორდება, რადგან მისი თქმით, პასუხიმგებელი პირები მუდამ პასუხისმგებლობას იხსნიან, დასჯის ტვირთი კი უბრალო, დავალებების შემსრულებებ მოქალაქეებზე გადადის.

უნდა ვებრძოლოთ სისტემას. ეს არის პასუხი, მოკლე პასუხი. ეს არის გრძელი პასუხი: ანუ ის, რომ რეალურად ამ ქვეყანაში და ამ სისტემაში მართლაც არ არის დაცული ადამიანის უსაფრთხოება. ეს ეხება ყველაფერს — ეს ეხება ამ კორპუსებს, რომლებიც უკვე ავარიული არის და არავინ არ ზრუნავს ამაზე, და მოქალაქეებს დღევანდელ პირობებში არ გააჩნიათ იმის საშუალება, რომ თვითონ იზრუნონ თავიანთ საცხოვრებელ კორპუსებზე, რაც იყო ადრე, საბჭოთა პერიოდში, რაც იყო მათი ვალი და მოვალეობა, რომ რეალურად ყველაფრის, რაც იყო აღსადგენი, ყველაფერზე ზრუნავდა თვითონ სისტემა და რეჟიმი. ეს მოიშალა, ცხადია, საბჭოთა კავშირის შემდგომ და ეს შეცვლილი უნდა ყოფილიყო პიროვნული ზრუნვით ადამიანების მიერ თავიანთ კუთვნილ ბინებზე, და თვითონ უნდა შეძლონ. ნორმალურ სისტემაში ასე არის, რომ უნდა შეძლო შენ თვითონ მოუარო შენ შენობას, შენ კორპუსს და შენ ბინას. მაგრამ დღეს რეალურად ამის საშუალება არავის არ გააჩნია — არც რეალურად, არც დაზღვევის საშუალება არავის არა აქვს ისევ იმ დონეზე, რომ დაცული იყოს. და ზოგადად, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც უსაფრთხოება არცერთი კუთხით არ არის დაცული. ამისი კიდევ ერთი მაგალითი არის არა მხოლოდ ის ტრაგედიები, რაც მოხდა ამ ბოლო დროს, ამისი მარტივი მაგალითი არის ის, რაც ხდება რუსთაველზე — ვისაც გაუვლია რუსთაველზე, ყველა ხედავს ძალიან კარგად, რომ ყოველ წუთში შეიძლება რაღაც სახიფათო მოხდეს, იმიტომ რომ არანაირი ზომა არ არის მიღებული, რაც ამ ტიპის სამუშაოების დაწყებამდე უნდა იყოს მიღებული, ანუ სად უნდა გადაადგილდნენ ადამიანები, როგორ უნდა იყვნენ დაცული იმ ტექნიკის მიმართ, რომელიც მუშაობს დღე და ღამე, ზოგჯერ არა ღამე, უფრო დღე და ზოგჯერ არა დღე. მაგრამ ეს დაცვა, ეს პასუხისმგებლობა, რასაც ჰქვია ადამიანების მიმართ, არის სრულიად დავიწყებული, მივიწყებული. არ თვლის ქალაქის მერი, რომ არის რამეზე პასუხისმგებელი. თითო ტრაგედია, რაც მოხდა ქალაქში,თითო ტრაგედიაზე მისი პასუხი არის, რომ „მე არა ვარ კომპეტენტური, არა ვარ პასუხისმგებელი“ და ვიღაცეები ციხეში აღმოჩნდებიან ამის გამო — რომელიმე რაღაცა ქვე-ქვე-ქვე უწყების, უწყებაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც რეალურად იქ მოხდა და ასრულებს სხვისი ზემდგომ ადამიანების ინსტრუქციებს, და ის მიდის ციხეში, ის იხდის რაღაც ჯარიმებს, და მერი, პოლიტიკურად პასუხისმგებელი პირი, ვითომც და არაფერი. ეს არის სრულიად დარღვეული სისტემა და ეს არის, რაც არის გამოსასწორებელი. ანუ ჩვენ სისტემის შეცვლის გარეშე, სისტემის გამოსწორების გარეშე ცალ-ცალკე საკითხებს ვერ გამოვასწორებთ და ვერ ვუშველით ადამიანებს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ქვემო ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარი აფეთქებას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ნანგრევებში მოყოლილი 7 ადამიანიდან მხოლოდ 3 წლის თაია გადარჩა. დაღუპულთაგან 3 ქალია, 2 კაცი და 2 ბავშვი.

სრული სტატია წყაროზეწყარო: tvpirveli.ge
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. სალომე ზურაბიშვილი: ჩვენს ქვეყანაში, ამ სისტემაში ადამიანის უსაფრთხოება დაცული არ არის - უნდა ვებრძოლოთ სისტემას

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ტვ პირველი·22:08

საკონსტიტუციოში მიმდინარე პროცესში ყველაზე მძიმე საქართველოსთვის 2008 წლის ომის დაწყების დაბრალებაა - ელენე ხოშტარია

საკონსტიტუციოში მიმდინარე პროცესში ყველაზე მძიმე საქართველოსთვის 2008 წლის ომის დაწყების დაბრალებაა - ელენე ხოშტარია
ტვ პირველი·21:38

ბეშიქთაშის გულშემატკივრები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ - ბათუმში დაძაბულობაა

ბეშიქთაშის გულშემატკივრები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ -  ბათუმში დაძაბულობაა
ტვ პირველი·21:21

დარბაზიდან, სადაც “იგლ ჰილსის” პროექტის "საჯარო განხილვა" მიმდინარეობდა, ფიზიკური ძალის გამოყენებით გამომიტანეს - ნიკა შურღაია

დარბაზიდან, სადაც “იგლ ჰილსის” პროექტის "საჯარო განხილვა" მიმდინარეობდა,  ფიზიკური ძალის გამოყენებით გამომიტანეს - ნიკა შურღაია
ტვ პირველი·20:49

რა ხდება ბათუმში, სადაც თურქეთი-ისრაელის მატჩის გამო, ქუჩებში სპეცრაზმის მობილიზება გახდა საჭირო

რა ხდება ბათუმში, სადაც თურქეთი-ისრაელის მატჩის გამო, ქუჩებში სპეცრაზმის მობილიზება გახდა საჭირო
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.