ორიგინალი
საბჭოთა რეჟიმი მერაბ კოსტავას დევნიდა, ივანიშვილი კი პაატა ბურჭულაძეს დევნის - ევროპარლამენტარი
ტვ პირველი·10:55

საბჭოთა რეჟიმი მერაბ კოსტავას დევნიდა, ივანიშვილი კი პაატა ბურჭულაძეს დევნის - ევროპარლამენტარი

26 ნოემბერი, 2026 · 10:55

ევროპარლამენტში საქართველოს თემაზე გამართული დებატებისას ევროპარლამენტარმა დავორ ივო სტიერმა საქართველოში შექმნილი ვითარება ავტორიტარულ და კომუნისტურ რეჟიმებს შეადარა.

ევროპარლამენტარმა ყურადღება გაამახვილა, როგორც ცნობილი მუსიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, პაატა ბურჭულაძის მიმართ დევნაზე, ისე პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ მიზანმიმართული სანქციების დაწესების აუცილებლობაზე.

დავორ ივო სტიერმა სიტყვით გამოსვლისას ახსენა მერაბ კოსტავაც, რომელსაც საბჭოთა რეჟიმი დევნიდა. მისი თქმით, დღეს უკვე მუსიკოსსა და დემოკრატიისთვის მებრძოლ პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი დევნის.

მერაბ კოსტავა — საქართველოს ეროვნული გმირია, რომელიც ასევე იყო მუსიკოსი და ადამიანის უფლებათა დამცველი, რომელსაც საბჭოთა რეჟიმი დევნიდა. ოდესღაც მას ივანიშვილი, ხშირად ციტირებდა. და ნახეთ დღეს რა ხდება: სწორედ იგივე ივანიშვილი დევნის სხვა მუსიკოსსა და დემოკრატიისთვის მებრძოლს. რატომ? იმიტომ, რომ ის რეჟიმს უპირისპირდება. განა ასეთ მდგომარეობას იმსახურებდა საქართველო, განა ასეთი მომავლისთვის იბრძოლა? ნუთუ ეს არის ნამდვილი „ქართული ოცნება“? სინამდვილეში, ვფიქრობ, ყველამ ვიცით, რომ ოცნება კოშმარად იქცა. ევროპას კარგად ახსოვს დრო, როდესაც კომუნისტური რეჟიმები აპატიმრებდნენ ხელოვანებსა და ინტელექტუალებს, ისეთებს, როგორებიც იყო ვაცლავ ჰაველი. აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ ყველა პოლიტპატიმრის უპირობო გათავისუფლებას, ხოლო საბჭოსგან მოვითხოვთ მიზანმიმართული სანქციების დაწესებას პოლიტიკურ დევნაზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ.", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: tvpirveli.ge
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. საბჭოთა რეჟიმი მერაბ კოსტავას დევნიდა, ივანიშვილი კი პაატა ბურჭულაძეს დევნის - ევროპარლამენტარი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ტვ პირველი·11:34

გიორგი ზურაბაშვილმა პარტმუშაკივით ილაპარაკა - ნოდარ ხარშილაძე

გიორგი ზურაბაშვილმა პარტმუშაკივით ილაპარაკა - ნოდარ ხარშილაძე
ტვ პირველი·11:30

"გამგებელმა მოიტყუა, დასკვნა არ ამბობს, რომ კორპუსში ცხოვრება უსაფრთხოა" - ფონიჭალაში ხალხი კალაძესთან შეხვედრას ითხოვს

"გამგებელმა მოიტყუა, დასკვნა არ ამბობს, რომ კორპუსში ცხოვრება უსაფრთხოა" - ფონიჭალაში ხალხი კალაძესთან შეხვედრას ითხოვს
ტვ პირველი·11:26

ვვარაუდობ, რომ იმაზე მეტი მოსთხოვეს ბატონ ზურაბაშვილს ეხლა, ვიდრე ეს მათ ეგონათ - თეონა აქუბარდია

ვვარაუდობ, რომ იმაზე მეტი მოსთხოვეს ბატონ ზურაბაშვილს ეხლა, ვიდრე ეს მათ ეგონათ - თეონა აქუბარდია
ტვ პირველი·11:12

გაშიფრულია ბაღების ძარცვის ახალი სქემა - TI-ის კვლევა

გაშიფრულია ბაღების ძარცვის ახალი სქემა - TI-ის კვლევა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.