ორიგინალი
მიქანაძე ამბობს, რომ სკოლებში მუნის ერთეული შემთხვევებია, რაც “განგაშის საფუძველს არ იძლევა“
ტვ პირველი·13:46

მიქანაძე ამბობს, რომ სკოლებში მუნის ერთეული შემთხვევებია, რაც “განგაშის საფუძველს არ იძლევა“

28 ნოემბერი, 2026 · 13:46

განათლების მინისტრი, გივი მიქანაძე, სკოლებში მუნის გავრცელების შესახებ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ საქმე ერთეულ შემთხვევებს ეხება, რაც განგაშის საფუძველს არ იძლევა.

მინისტრის განმარტებით, სამინისტრომ გავრცელებული ინფორმაცია გადაამოწმა და გაირკვა, რომ სიმპტომები სულ სამ ბავშვს აღენიშნებოდა.

მიქანაძის თქმით, სკოლაში პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა ზომა უკვე გატარებულია.

ეს არის ერთეული შემთხვევები და 55 სკოლასთან დაკავშირებით რაც გავრცელდა, მოვიკითხეთ და სულ სამ ბავშვს აღენიშნებოდა, თუმცა, რა თქმა უნდა, თუნდაც ერთი შემთხვევა ჩვენთვის არის საყურადღებო, შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები ყველა სკოლას უტარდება და დამატებით კიდევ ჩატარდა, ამიტომ ეს პროცესი რაიმე განგაშის გამომწვევი არ არის და შესაბამისი ზომები, იმ პროტოკოლის მიხედვით, რაც ასეთ შემთხვევაში ხორციელდება, ყველაფერი სკოლების მიერ გატარებულია და სამინისტრო, რა თქმა უნდა, მუდმივ კომუნიკაციაშია შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, რომ თუკი რაიმე დამატებით ხელშეწყობა არის ჩვენი მხრიდან საჭირო, ეს ყველაფერი განხორციელდეს, - ამბობს გივი მიქანაძე.

2026 წლის ნოემბერში თბილისში, ვაკის რაიონის 55-ე საჯარო სკოლაში მუნის შემთხვევები დადასტურდა. სკოლის დირექტორის ცნობით, დაავადება სამ მოსწავლეს აღმოაჩნდა, რომლებიც სხვადასხვა კლასში სწავლობენ და ერთმანეთთან კვეთა არ აქვთ. შენობაში პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: tvpirveli.ge
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. მიქანაძე ამბობს, რომ სკოლებში მუნის ერთეული შემთხვევებია, რაც “განგაშის საფუძველს არ იძლევა“

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ტვ პირველი·13:37

21-ე სკოლის მოსწავლეები, მომავალი სემესტრიდან შესაძლოა, ალტერნატიულ ფართში გადაიყვანონ

21-ე სკოლის მოსწავლეები, მომავალი სემესტრიდან შესაძლოა, ალტერნატიულ ფართში გადაიყვანონ
ტვ პირველი·13:21

გიორგი კალანდიას თქმით, ანზორ ოყუჯავა იმიტომ გაათავისუფლეს, რომ “ადეკვატურად არ იქცეოდა“

გიორგი კალანდიას თქმით, ანზორ ოყუჯავა იმიტომ გაათავისუფლეს, რომ “ადეკვატურად არ იქცეოდა“
ტვ პირველი·13:07

უნდა ვანახოთ მსოფლიოს, რომ ორი წლის წინ კობახიძის ნათქვამი ხალხის ნება არ არის - შუქრი ბურჭულაძე

უნდა ვანახოთ მსოფლიოს, რომ ორი წლის წინ კობახიძის ნათქვამი ხალხის ნება არ არის - შუქრი ბურჭულაძე
ტვ პირველი·12:29

ეს ხანგრძლივი ბრძოლაა, მაგრამ აუცილებლად გაიმარჯვებთ - ევროპარლამენტარის მიმართვა ქართველ ხალხს

ეს ხანგრძლივი ბრძოლაა, მაგრამ აუცილებლად გაიმარჯვებთ - ევროპარლამენტარის მიმართვა ქართველ ხალხს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.