ორიგინალი
ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმა "ოცნებას" პასუხობს | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი
ტვ პირველი

ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმა "ოცნებას" პასუხობს | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი

საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმა, გივი (ნიკოლოზ) გინტური, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდა და საქართველოს მოქალაქეებს რუსეთისადმი წინააღმდეგობისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, რუსეთი ოკუპანტი და მტერია, რომელმაც ქართველები დახოცა, ხოლო ხელისუფლება ქვეყნის რუსეთთან დაახლოებას ცდილობს, რაც, როგორც თავად აღნიშნავს, საქართველოს მოქალაქეების სურვილს არ წარმოადგენს.

გივი (ნიკოლოზ) გინტურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისთვის განსაკუთრებით მძიმეა ტელევიზიით იმის მოსმენა, თითქოს რუსეთი მეგობარია ან მასთან ურთიერთობაა სასურველი, და დასძინა, რომ სიტყვა „რუსის“ გაგებაც კი არ სურს.

რუსეთი არ გვჭირდება, რუსეთი არის ოკუპანტი, რუსეთი არის ჩვენი მტერი. რუსეთი ქართველებს ხოცავდა, რად გვინდა რუსეთისკენ წავიდეთ და ხელისუფლება მიდის, რომ რუსეთთან დაგვაახლოოს და საქართველოს მოქალაქეებს არ უნდათ რუსეთთან დაახლოება. თითოეულებს უნდათ, თვითონ უნდათ, მთავრობის ხალხს უნდა. ჩემთვის ძაან მძიმეა, რომ გავიგებ ხოლმე ტელევიზიაში, რომ "რუსეთი ჩვენი მეგობრები არიან, რუსეთთან ურთიერთობა გვინდა" - მე საერთოდ არ მინდა, სიტყვა „რუსის“ გაგებაც არ მინდა.“ - განაცხადა გინტუმა.

დღეს თბილისში დიდი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - პროტესტი ირაკლი კობახიძის მიერ 2024 წლის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების წლისთავს ეძღვნება. "2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დავაყენებთ“ - თქვა კობახიძემ ორი წლის წინ, რასაც მოქალალაქეებს პროტესტი და ხელისუფლებუის მხრიდან მომიტნგეების არაერთი დარბევა მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა თამაზ გინტური სამი წლის წინ, 6 ნოემბერს მოკლეს. ის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაცხრილეს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: tvpirveli.ge
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმა "ოცნებას" პასუხობს | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი

თემა: ოცნების

ამ თემას 19 ქართული წყარო აშუქებს — სულ 113 სტატია.

  • ფორმულა·16:09
    ჯანელიძე პროტესტზე: მოქალაქეები ოცნების გაუმართლებელ გადაწყვეტილებას დაუპირისპირდნენ
  • რუსთავი 2·10:12
    "ქართული ოცნების" განცხადებები ე.წ. მდიდარი ენჯეოების საქმიანობასთან დაკავშირებით USAID-ის ფაილებმა ​დაადასტურა - დოკუმენტებში აღწერილია, თუ როგორ ცდილობდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო საქართველოში პროპაგანდისტული ნარატივების გავრცელებას
  • ამბები.ge·09:05
    "გერმანული გუნდის თამაშზე იგივე რომ მომხდარიყო, გერმანიის კანცლერს მიწასთან გაასწორებდნენ, თურქეთს კი წაუყრუეს - ეს არის "ოცნების“ მხდალი და უღირსი პოლიტიკა" - გია ხუხაშვილი
  • რადიო თავისუფლება·23:39
    როგორ გახდა “იანდექსის” გადახდების ბიზნესის მფლობელი “ოცნების” დეპუტატთან დაკავშირებული კომპანია
ოცნების

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ტვ პირველი·20:35

გიორგი ბოჭორიშვილი: „ძნელია, როცა სახელმწიფოს აუქმებენ და პროფესიას გართმევენ - ამასაც მოვერევით“

გიორგი ბოჭორიშვილი: „ძნელია, როცა სახელმწიფოს აუქმებენ და პროფესიას გართმევენ - ამასაც მოვერევით“
ტვ პირველი·20:14

ოპტიმიზმს არ ვკარგავ! - მსახიობი ეკა ნიჟარაძე აქციას შეუერთდა

ოპტიმიზმს არ ვკარგავ! - მსახიობი ეკა ნიჟარაძე აქციას შეუერთდა
ტვ პირველი·19:41

„სახლში ყოფნა მრცხვენია" - ქეთათო აქციაზეა

„სახლში ყოფნა მრცხვენია" - ქეთათო აქციაზეა
ტვ პირველი·19:34

გაჩერების და მოთმინების დრო აღარ გვაქვს - რეზო კიკნაძის მამა აქციაზე მივიდა

გაჩერების და მოთმინების დრო აღარ გვაქვს - რეზო კიკნაძის მამა აქციაზე მივიდა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.