ეროვნული ბანკი: სექტემბერთან შედარებით, ოქტომბერში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა თითქმის 154 მილიონი ლარით გაიზარდა
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების (ბანკთაშორისი დეპოზიტების გარდა) მოცულობამ 2026 წლის ოქტომბრის ბოლოსათვის 77.59 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 153.76 მილიონი ლარით, 0.20%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე.
ცენტრალური ბანკის ცნობით, დეპოზიტების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 20.85% შეადგინა. ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 351.14 მილიონი ლარით, ანუ 0.93%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 197.38 მილიონი ლარით, ანუ 0.50%-ით შემცირდa.
სებ-ის ანგარიშის მიხედვით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2026 წლის ოქტომბრის ბოლოსათვის 57.82 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაციაგაიზარდა 0.78 პროცენტული პუნქტით.
ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, ოქტომბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.99% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8.65%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.42%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 77.83%, ხოლო ევროს წილმა 20.23% შეადგინა
