ორიგინალი
ირაკლი კობახიძე: ნებისმიერი სამედიცინო სერვისის მიღება მოქალაქეს საკუთარ ქვეყანაში უნდა შეეძლოს, სწორედ ამიტომ ვზრუნავთ სამედიცინო სერვისების მაქსიმალურ ხელმისაწვდომობაზე
აჭარის ტელევიზია·20:45

ირაკლი კობახიძე: ნებისმიერი სამედიცინო სერვისის მიღება მოქალაქეს საკუთარ ქვეყანაში უნდა შეეძლოს, სწორედ ამიტომ ვზრუნავთ სამედიცინო სერვისების მაქსიმალურ ხელმისაწვდომობაზე

25 ნოემბერი, 2026 · 20:45

მიხარია, რომ დღეს ვესწრებით ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას, ვხსნით თოდუას კლინიკის ახალ, 9-სართულიან კორპუსს. ეს არის 35-წლიანი ისტორიის მქონე დაწესებულება და ეს მასშტაბური პროექტი რეგიონში მედიცინის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თოდუას ახალი ქირურგიული კლინიკის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, ამ კლინიკაში 50 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

„სტაციონარულ რესურსს 50 პროცენტით ზრდის ეს ინვესტიცია და დამატებით 300 ადამიანს ასაქმებს. ჩვენ გვქონდა საშუალება, ღონისძიების წინ დაგვეთვალიერებინა უშუალოდ კლინიკის შენობა და ნამდვილად შთამბეჭდავია ამ კლინიკის თანამედროვე, უმაღლესი სტანდარტები. ახალი სტაციონარი 100 პაციენტზეა გათვლილი; მასში 7 საოპერაციო დარბაზი და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაა, რომელიც 10-მდე პაციენტს იტევს. საქართველოს სამედიცინო პრაქტიკაში პირველად, საოპერაციოები მოეწყო მინუს პირველ სართულზე, საოპერაციო ბლოკისა და ინტენსიური თერაპიის სრული ტექნოლოგიური აღჭურვა კი რეგიონში არის ნამდვილად უპრეცედენტო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობით დანერგილი ტექნოლოგიები ზრდის მკურნალობის ხარისხს, რაც ძალიან თვალსაჩინოა ინფრასტრუქტურის დათვალიერებისას.

„ამ განვითარების უკან მარტივი პრინციპი დგას – ნებისმიერი სამედიცინო სერვისის მიღება მოქალაქეს საკუთარ ქვეყანაში უნდა შეეძლოს. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ საკმაოდ გავრცელებულია პრაქტიკა, როდესაც ქართველი პაციენტები არჩევენ მკურნალობას საზღვარგარეთ და, რა თქმა უნდა, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული ამოცანაა ამ პრაქტიკის მინიმუმამდე დაყვანა. ასეთი პროექტები მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ამ შედეგის მიღწევას და სახელმწიფოს ინვესტიციებიც განხორციელდება მომავალშიც ამ მიმართულებით. თანამედროვე კლინიკა სრულფასოვნად მაშინ ასრულებს საკუთარ დანიშნულებას, როცა მკურნალობის საშუალება ყველას აქვს. საყოველთაო ხელმისაწვდომობა არის ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი პრინციპი. სწორედ ამიტომ ვზრუნავთ სამედიცინო სერვისების მაქსიმალურ ხელმისაწვდომობაზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: adjaratv.ge
  1. მთავარი
  2. აჭარის ტელევიზია
  3. ირაკლი კობახიძე: ნებისმიერი სამედიცინო სერვისის მიღება მოქალაქეს საკუთარ ქვეყანაში უნდა შეეძლოს, სწორედ ამიტომ ვზრუნავთ სამედიცინო სერვისების მაქსიმალურ ხელმისაწვდომობაზე

თემა: კობახიძე

ამ თემას 8 ქართული წყარო აშუქებს — სულ 148 სტატია.

  • პოსტივი·20:53
    ირაკლი კობახიძე: „2013 წელს ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელმაც გარდამტეხი როლი შეასრულა საქართველოში მედიცინის განვითარებაში – პროგრამა მოქმედებს უკვე 14 წელია, ამ ხნის განმავლობაში მოსახლეობის სამედიცინო მომსახურება 12 მილიარდი ლარით დაფინანსდა“
  • BM.GE·20:40
    ნებისმიერი სამედიცინო სერვისის მიღება მოქალაქეს საკუთარ ქვეყანაში უნდა შეეძლოს - ირაკლი კობახიძე "თოდუას" ახალი  ქირურგიული კლინიკის გახსნაზე
  • იმედი·20:30
    ირაკლი კობახიძე: 2013 წელს ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელმაც გარდამტეხი როლი შეასრულა საქართველოში მედიცინის განვითარებაში, ეს არის მოქალაქეებზე ზრუნვის სრულიად ახალი სტანდარტი, რომელიც დაინერგა საქართველოში, ეს პროგრამა მოქმედებს უკვე 14 წელია, ამ ხნის განმავლობაში მოსახლეობის სამედიცინო მომსახურება 12 მილიარდი ლარით დაფინანსდა
  • ფორმულა·14:52
    კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი არის პირველი პირი ჩვენს პოლიტიკურ გუნდში, მე ვარ მეორე პირი
კობახიძემიღებასაკუთარ

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

აჭარის ტელევიზია·21:05

მელანია ტრამპის ჩართულობით, კიდევ ცხრა უკრაინელი ბავშვი ოჯახებში დაბრუნდა - "უფროსების მორალური ვალდებულებაა, დავიცვათ ბავშვები ომისა და დაპირისპირებისგან, დავუბრუნოთ ცხოვრების ხალისი"

მელანია ტრამპის ჩართულობით, კიდევ ცხრა უკრაინელი ბავშვი ოჯახებში დაბრუნდა - "უფროსების მორალური ვალდებულებაა, დავიცვათ ბავშვები ომისა და დაპირისპირებისგან, დავუბრუნოთ ცხოვრების ხალისი"
აჭარის ტელევიზია·20:50

აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ამით კუმარ მიშრას შეხვდა

აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ამით კუმარ მიშრას შეხვდა
აჭარის ტელევიზია·18:39

ცოტნე ანანიძე: ისევე როგორც ადამიანს, დემოკრატიასაც აქვს თავისი იმუნიტეტი, ეს არის კონსტიტუციური წესრიგის დაცვა. ეს არის სწორედ დემოკრატიის იმუნიტეტის რეაქცია, რაც ახლა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს

ცოტნე ანანიძე: ისევე როგორც ადამიანს, დემოკრატიასაც აქვს თავისი იმუნიტეტი, ეს არის კონსტიტუციური წესრიგის დაცვა. ეს არის სწორედ დემოკრატიის იმუნიტეტის რეაქცია, რაც ახლა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს
აჭარის ტელევიზია·18:33

ინტენსიური თოვის გამო, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ120-კმ162 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ინტენსიური თოვის გამო, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ120-კმ162 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.