
კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი არის პირველი პირი ჩვენს პოლიტიკურ გუნდში, მე ვარ მეორე პირი
"ქართული ოცნების" პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პოლიტიკურ გუნდში ბიძინა ივანიშვილია პირველი პირი, თავად კი მეორე.
კობახიძე მამუკა მდინარაძესთან მეგობრობაზე კვლავ არ საუბრობს, კითხვაზე კი - არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი მდინარაძეზე გაბრაზებული, აღნიშნავს, რომ პოლიტიკაში არ ბრაზდებიან.
"ბიძინა ივანიშვილი არის პირველი პირი ჩვენს პოლიტიკურ გუნდში, მე ვარ მეორე პირი. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა არსებობს ბიძინა ივანიშვილსა და ჩემ შორის...
პოლიტიკაში საერთოდ არ ბრაზდებიან, რომ იცოდეთ, პოლიტიკაში იღებენ პრაგმატულ გადაწყვეტილებებს ყველა საკითხთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილებები დაფუძნებული უნდა იყოს სამართალზე, კანონებზე. ყველაფერი უნდა იყოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. ჩვენ გავაკეთეთ ათასი კომენტარი, თვითონ მამუკა მდინარაძემაც გააკეთა, ჩვენ მადლობაც გადავუხადეთ. თემა არის ამოწურული", - თქვა კობახიძემ.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge