ილონ მასკმა გაავრცელა პოსტი, რომელშიც USAID საქართველოსა და სხვა ქვეყნებში "ფერადი რევოლუციების" დაფინანსებაშია დადანაშაულებული
ილონ მასკმა გაავრცელა პოსტი, რომელშიც USAID საქართველოსა და სხვა ქვეყნებში "ფერადი რევოლუციების" დაფინანსებაშია დადანაშაულებული - 2008-დან 2025 წლამდე საქართველოში USAID-ის გრანტების სახით 1 მილიარდ დოლარზე მეტი დაიხარჯა, საიდანაც 26 მილიონი დოლარი "არჩევნებსა და პოლიტიკურ პროცესებს" მოხმარდა.
USAID-ის გასაჯაროებული დოკუმენტების თანახმად, 2022 წელს სააგენტოს საქართველოში მოქმედი პროგრამის ფარგლებში Facebook-ს ანგარიშების წაშლასა და მათი კონტენტის გავრცელების შეზღუდვას სთხოვდნენ.
