ორიგინალი
მიხეილ სარჯველაძე: მშობლად გახდომის უფლება ძალიან მნიშვნელოვანი უფლებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა რისკზე უნდა დავხუჭოთ თვალი
აჭარის ტელევიზია·09:53

მიხეილ სარჯველაძე: მშობლად გახდომის უფლება ძალიან მნიშვნელოვანი უფლებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა რისკზე უნდა დავხუჭოთ თვალი

26 ნოემბერი, 2026 · 09:53

სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილების საფუძველი სუროგაციასთან დაკავშირებული მაღალი რისკებია, მათ შორის ბავშვთა უფლებების დაცვის, ქალთა ტრეფიკინგისა და კომერციული ექსპლუატაციის საფრთხეებია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო მსოფლიო რუკაზე იყო აღნიშნული, როგორც ერთ-ერთი ადგილი, სადაც ეს სერვისი ხელმისაწვდომია.

„ბევრისთვის ეს შეიძლება, ყოფილიყო საინტერესო, საერთაშორისო დონეზე. ამაზე მეტყველებს რიცხვებიც, რომელიც მზარდი იყო, მათ შორის წელს რეკორდული მაჩვენებელია. უდიდესი უმრავლესობა, პრაქტიკულად აბსოლუტური უმრავლესობა სუროგაციისა არის ამ შემთხვევაში უცხოეთიდან ჩამოსული. წელს 3 000-ს გასცდება საქართველოში სუროგაციით დაბადებული ბავშვების რიცხვი. წყვილების აბსოლუტური უმრავლესობა უცხოელია. ბუნებრივია, ეს სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, მშობლად გახდომის უფლების მნიშვნელობის მიუხედავად, დაუშვებელია ამ პროცესთან დაკავშირებული რისკების უგულებელყოფა.

მისი შეფასებით, სუროგაციის მხოლოდ გარკვეული კატეგორიისთვის დაშვება არსებული საფრთხეების სრულად აღმოფხვრას ვერ უზრუნველყოფს.

„რასაკვირველია, რომ ყველასთვის ანგარიშგასაწევია, რომ მშობლად ყოფნის უფლება, ძალიან მნიშვნელოვანი უფლებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის გამო უკლებლივ ყველა რისკზე თვალი დავხუჭოთ და აბსოლუტურად უკონტროლო იყოს ეს ყველაფერი. მე მესმის, რომ ამ შემთხვევაში არის ვიღაც, ვისაც შეიძლება რაღაც საჭიროება ჰქონდეს, მაგრამ ამ რისკების დაზღვევის პოტენციალი სამწუხაროდ ძალიან რთულად მესახება, რომ ეს რეალურად მოხერხდეს. რისკი ძალიან მაღალია ნებისმიერ შემთხვევაში. ბავშვი როდესაც იბადება, ამ ბავშვზე უფლებამოსილების მქონე პირი შეიძლება საერთოდ ბიოლოგიურ კავშირში არ იმყოფებოდეს ბავშვთან. რა ბედი ელის ამ ბავშვს, უცხოეთში გაყვანის შემდეგ ეს ჩვენთვის აბსოლუტურად უცნობია. შეუძლებელია, რომ ამის მექანიზმი და ინსტრუმენტი გქონდეს ამის კონტროლისთვის, რომ ადევნებდე თვალს შემდეგ როგორია ბავშვის განვითარების შემდგომი ეტაპები. არადა რისკები უზარმაზარია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მინისტრმა ასევე ისაუბრა კომერციულ სუროგაციასთან დაკავშირებულ ქალთა ტრეფიკინგისა და ექსპლუატაციის საფრთხეებზე.

„კომერციულ სუროგაციაზე როდესაც გვაქვს საუბარი, ქალების ტრეფიკინგის უზარმაზარია რისკებია. ალტრუისტულის ნიღბის ქვეშ შეიძლება, ძალიან ხშირად იპარებოდეს რეალურად სრულიად სხვა რამ. ესეც ძალიან ხშირი მოვლენაა და ამის დაზღვევაც და ამასთან გამკლავებაც ძალიან რთულია. ჩვენ თუ დავუშვებთ გარკვეულ კატეგორიაზე სუროგაციის შესაძლებლობას, რისკები მაინც არსებობს. ჩვენ თუ რისკების დაზღვევა გვინდა, ეს არის ერთადერთი ქმედითი მექანიზმი, რომ რისკი იყოს დაზღვეული. თუკი ჩვენ დავტოვებთ შესაძლებლობას, რომ ასეთი რეგისტრაცია მაინც განხორციელდეს, ბევრად უფრო რთულია ასეთ რისკებთან გამკლავება და ეს რისკები მაინც ღიად რჩება. ყოველ შემთხვევაში, 100%-ით და ზუსტად დაზღვეულები ამ ეტაპზე, ალბათ, არ ვართ, მაგრამ ჩვენ თუ სუროგაციას მთლიანად ავკრძალავთ, ნაკლებია, ძალიან მიზერულია ალბათობა იმისი, რომ რომელიმე მანიპულაცია და რომელიმე პროცედურა ჩატარდეს იატაკქვეშეთში“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: adjaratv.ge
  1. მთავარი
  2. აჭარის ტელევიზია
  3. მიხეილ სარჯველაძე: მშობლად გახდომის უფლება ძალიან მნიშვნელოვანი უფლებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა რისკზე უნდა დავხუჭოთ თვალი

თემა: უფლება

ამ თემას 12 ქართული წყარო აშუქებს — სულ 30 სტატია.

  • პრაიმტაიმი·00:43
    მიხეილ სარჯველაძე: მშობლად გახდომის უფლება ძალიან მნიშვნელოვანი უფლებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის გამო ყველა რისკზე თვალი დავხუჭოთ
  • იმედი·00:32
    მიხეილ სარჯველაძე: მშობლად გახდომის უფლება ძალიან მნიშვნელოვანი უფლებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის გამო ყველა რისკზე თვალი დავხუჭოთ
  • ფრონტნიუსი·00:04
    მიხეილ სარჯველაძე - მშობლად გახდომის უფლება ძალიან მნიშვნელოვანი უფლებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის გამო ყველა რისკზე თვალი დავხუჭოთ
  • კვირა·23:41
    მიხეილ სარჯველაძე: მშობლად გახდომის უფლება ძალიან მნიშვნელოვანი უფლებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის გამო ყველა რისკზე თვალი დავხუჭოთ
უფლება

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

აჭარის ტელევიზია·10:22

ცოტნე ანანიძე: ჩვენ არაფერი შეგვიცვლია, თუმცა თეთრ სახლში ცვლილების შემდეგ საქართველოს მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა

ცოტნე ანანიძე: ჩვენ არაფერი შეგვიცვლია, თუმცა თეთრ სახლში ცვლილების შემდეგ საქართველოს მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა
აჭარის ტელევიზია·10:18

მაკა ბოჭორიშვილი: დიდი დრო გავიდა, რაც ტრამპის ადმინისტრაციაა ხელისუფლებაში და საქართველოსთან დამოკიდებულებაში ცვლილებები ნამდვილად არის, ჩვენ ვერ გადავდგამთ ნაბიჯებს, რაც ჩვენ შესაძლებლობებს სცდება

მაკა ბოჭორიშვილი: დიდი დრო გავიდა, რაც ტრამპის ადმინისტრაციაა ხელისუფლებაში და საქართველოსთან დამოკიდებულებაში ცვლილებები ნამდვილად არის, ჩვენ ვერ გადავდგამთ ნაბიჯებს, რაც ჩვენ შესაძლებლობებს სცდება
აჭარის ტელევიზია·10:14

დონალდ ტრამპმა 14 მსხვილი სავაჭრო პარტნიორის, მათ შორის ჩინეთის, იაპონიისა და ევროკავშირის წინააღმდეგ ახალი სატარიფო ზომები გამოაცხადა

დონალდ ტრამპმა 14 მსხვილი სავაჭრო პარტნიორის, მათ შორის ჩინეთის, იაპონიისა და ევროკავშირის წინააღმდეგ ახალი სატარიფო ზომები გამოაცხადა
აჭარის ტელევიზია·10:14

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველომ განაცხადა სურვილი, რომ განხილულიყო ეუთო-ს თავმჯდომარეობის პოსტზე, ეს არ არის მარტივი პროცესი, არ არის კონსენსუსი, თუმცა ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს მსჯელობა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველომ განაცხადა სურვილი, რომ განხილულიყო ეუთო-ს თავმჯდომარეობის პოსტზე, ეს არ არის მარტივი პროცესი, არ არის კონსენსუსი, თუმცა ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს მსჯელობა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.