ორიგინალი
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველომ განაცხადა სურვილი, რომ განხილულიყო ეუთო-ს თავმჯდომარეობის პოსტზე, ეს არ არის მარტივი პროცესი, არ არის კონსენსუსი, თუმცა ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს მსჯელობა
აჭარის ტელევიზია·10:14

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველომ განაცხადა სურვილი, რომ განხილულიყო ეუთო-ს თავმჯდომარეობის პოსტზე, ეს არ არის მარტივი პროცესი, არ არის კონსენსუსი, თუმცა ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს მსჯელობა

26 ნოემბერი, 2026 · 10:14

ეუთო-ს თავმჯდომარეობაზე საქართველოს კანდიდატურა ნამდვილად წარდგენილი იქნა წლის დასაწყისში, ჩვენ განაცხადი გავაკეთეთ შვეიცარიის თავმჯდომარეობის პირობებში, მას შემდეგ, რაც გასული წლის მინისტერიალის ფარგლებში ვერ იქნა კონსენსუსი მიღწეული კვიპროსის კანდიდატურასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„ჩვენ შარშან ბევრი ვიმსჯელეთ ამაზე, თუმცა ერთი კონკრეტული ქვეყნის და ეს საიდუმლო არ არის, თურქეთის პოზიციის გამო ვერ შედგა კონსენსუსი, შემდგომ უკვე კი წლის დასაწყისში, საქართველომ განაცხადა სურვილი, რომ მისი კანადიტატურა განხილულიყო ეუთო-ს თავმჯდომარეობის პოსტზე. იგივე პროცედურაა და იგივენაირად ხდება კონსენსუსისთვის მუშაობა. ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ქვეყნების ჯგუფი, რომლებმაც განაცხადეს, რომ არ ეთანხმებოდნენ საქართველოს თავმჯდომარეობის გადაწყვეტილებას. აქვე უნდა ვთქვა, რომ ამ 14 ქვეყნიდან რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელმა შემდგომ განაცხადა, რომ მათ არ აქვთ სურვილი, გააგრძელონ წინააღმდეგობის პოლიტიკა, მაგრამ ამ შემთხვევაში კონსენსუსი გულისხმობს ყველას დათანხმებას. ეს არ არის მარტივი პროცესი, თუმცა საქართველოსთან მიმართებით ალბათ, ყველაზე მეტად, რასაც შეიძლება, ვინმე ელოდა, ვისი პოზიციაც შეიძლებოდა, ყოფილიყო უარყოფითი, ჩვენ უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციაზე ვსაუბრობთ და მოლოდინი იყო, რომ ეს პოზიცია ექნებოდა რუსეთს, ის იქნებოდა წინააღმდეგი საქართველოს თავმჯდომარეობის, თუმცა ასე არ მოხდა. რუსეთს არ დაუფიქსირებია წინააღმდეგობრივი პოზიცია. წინააღმდეგობრივი პოზიცია არ დაუფიქსირებია აშშ-ს, ბევრ ქვეყანას, მათ შორის, არც მეზობელ ქვეყნებს, არც უკრაინას, არც კანადას, არც ცენტრალური აზიის ქვეყნებს და მეზობელი ქვეყნების მხრიდან მხარდამჭერი განცხადებებიც გაჟღერდა. ეს არის პროცესი, ჩვენ გვექნება მსჯელობა ლუგანოშიც მინისტერიალის ფარგლებში, თუმცა მანამდეც, ახლაც ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს მსჯელობა“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, დიდწილად ეს არის ამჟამინდელი თავმჯდომარეობის საქმე, იმუშაოს, რათა მომავალ თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით იყოს გადაწყვეტილება და ერთგვარად, შეკრას კონსენსუსი რომელიმე კანდიდატთან დაკავშირებით.

„თქვენ გახსოვთ, რომ საქართველოში ვიზიტი განახორციელა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ეუთო-ს ამჟამინდელი თავმჯდომარის რანგში და ჩვენ ამ თემებზე გვქონდა საუბარი, მათ საკმაოდ დიდი მუშაობა გასწიეს კონკრეტულ ქვეყნებთან საქართველოს კანდიდატურასთან დაკავშირებით, მათ შორის, რუსეთის ფედერაციასთან. ჩვენ პირდაპირი დიალოგი არ გვქონია რუსეთის ფედერაციასთან ამ საკითხთან დაკავშირებით, გარკვეული კომუნიკაცია სწორედ შვეიცარიის მხრიდან შედგა რუსულ მხარესთან, გარკვეულ ქვეყნებთან იყო შეიცარიის მუშაობა განხორციელებული და ახლაც გრძელდება. ამჟამინდელი თავმჯდომარე ყველანაირად ცდილობს, ეძებს გზას, რომ მომავალი წლის თავმჯდომარე იყოს შერჩეული. ეს არ არ არის მარტივი პროცესი, მათ არ აქვთ კონსენსუსი არც ერთ იდეასთან დაკავშირებით, რაც ეუთო-ს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით გაჟღერდა. რეალობა არის ასეთი, დღეს განსახილველად მინისტერიალამდე კანდიდატურებს თუ შევხედავთ, არის კვლავ კვიპროსის კანდიდატურა და საქართველოს კანდიდატურა, ვისაც ოფიციალურად აქვს განაცხადი თავმჯდომარეობაზე გაკეთებული“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, შეიძლება, მზადყოფნა ბევრი ქვეყნის მხრიდან იყოს, ყველა ქვეყანა შეიძლება, მზად იყოს მომავალ წელს თავმჯდომარეობისთვის, თუმცა ასეთი სურვილი არავის გაუჟღერებია და განაცხადი ამ დრომდე არავის გაუკეთებია.

„შვეიცარია, როგორც ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყანა, მუშაობს ყველასთან. იყო ახლა ავსტრიასთან მუშაობა, არ დავმალავთ. ავსტრიას თავად არ ჰქონდა სურვილი მომავალ წელს თავმჯდომარეობის, მათ სხვა საერთაშორისო ვალდებულებები აქვთ მომავალ წელს და იყო სხვა ქვეყნებიც დასახელებული, რომლებსაც ასევე სხვა ვალდებულებები აქვთ მომავალ წელს. აქ მთავარი არის, კანდიდატი იყოს ისეთი, ვინც ყველასთვის მისაღები იქნება. საქართველოსაც აქვს ისეთივე ხმის უფლება, როგორიც სხვას და ეს კანდიდატი ჩვენთვისაც უნდა იყოს მისაღები. შესაბამისად, ვაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: adjaratv.ge
  1. მთავარი
  2. აჭარის ტელევიზია
  3. მაკა ბოჭორიშვილი: საქართველომ განაცხადა სურვილი, რომ განხილულიყო ეუთო-ს თავმჯდომარეობის პოსტზე, ეს არ არის მარტივი პროცესი, არ არის კონსენსუსი, თუმცა ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს მსჯელობა

თემა: პროცესი

ამ თემას 13 ქართული წყარო აშუქებს — სულ 84 სტატია.

  • აიპრესი·08:30
    მაკა ბოჭორიშვილი: ვერასოდეს დავეთანხმები მოსაზრებას, თითქოს საქართველომ შეაჩერა რაიმე პროცესი მაშინ, როდესაც სწორედ ევროკავშირის კომპეტენციაა, გადაწყვიტოს
  • კვირა·01:05
    ლევან მაჭავარიანი: თუ სარჩელი დაკმაყოფილდება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციური ველი მოსუფთავდება აგენტურული პარტიებისგან, რაც ძალიან სასარგებლო პროცესი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის
  • ინფო 9·00:48
    ლევან მაჭავარიანი: თუ სარჩელი დაკმაყოფილდება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციური ველი მოსუფთავდება აგენტურული პარტიებისგან, რაც ძალიან სასარგებლო პროცესი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის
  • იმედი·23:47
    ლევან მაჭავარიანი: თუ სარჩელი დაკმაყოფილდება, ამ შემთხვევაში ოპოზიციური ველი მოსუფთავდება აგენტურული პარტიებისგან, რაც ძალიან სასარგებლო პროცესი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის
პროცესიბოჭორიშვილიმაკა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

აჭარის ტელევიზია·10:22

ცოტნე ანანიძე: ჩვენ არაფერი შეგვიცვლია, თუმცა თეთრ სახლში ცვლილების შემდეგ საქართველოს მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა

ცოტნე ანანიძე: ჩვენ არაფერი შეგვიცვლია, თუმცა თეთრ სახლში ცვლილების შემდეგ საქართველოს მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა
აჭარის ტელევიზია·10:18

მაკა ბოჭორიშვილი: დიდი დრო გავიდა, რაც ტრამპის ადმინისტრაციაა ხელისუფლებაში და საქართველოსთან დამოკიდებულებაში ცვლილებები ნამდვილად არის, ჩვენ ვერ გადავდგამთ ნაბიჯებს, რაც ჩვენ შესაძლებლობებს სცდება

მაკა ბოჭორიშვილი: დიდი დრო გავიდა, რაც ტრამპის ადმინისტრაციაა ხელისუფლებაში და საქართველოსთან დამოკიდებულებაში ცვლილებები ნამდვილად არის, ჩვენ ვერ გადავდგამთ ნაბიჯებს, რაც ჩვენ შესაძლებლობებს სცდება
აჭარის ტელევიზია·10:14

დონალდ ტრამპმა 14 მსხვილი სავაჭრო პარტნიორის, მათ შორის ჩინეთის, იაპონიისა და ევროკავშირის წინააღმდეგ ახალი სატარიფო ზომები გამოაცხადა

დონალდ ტრამპმა 14 მსხვილი სავაჭრო პარტნიორის, მათ შორის ჩინეთის, იაპონიისა და ევროკავშირის წინააღმდეგ ახალი სატარიფო ზომები გამოაცხადა
აჭარის ტელევიზია·10:11

გიორგი ზურაბაშვილი: გალუზინთან შეხვედრაზე პრინციპული საკითხი იყო ქართული ღვინის დაბრუნება რუსეთის ბაზარზე, მან მაცნობა, რომ ქართული ღვინის კიდევ ორ კომპანიაზეა საუბარი, რომლის დასანქცირებასაც აპირებენ

გიორგი ზურაბაშვილი: გალუზინთან შეხვედრაზე პრინციპული საკითხი იყო ქართული ღვინის დაბრუნება რუსეთის ბაზარზე, მან მაცნობა, რომ ქართული ღვინის კიდევ ორ კომპანიაზეა საუბარი, რომლის დასანქცირებასაც აპირებენ
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.