ორიგინალი
მაკა ბოჭორიშვილი: ვერასოდეს დავეთანხმები მოსაზრებას, თითქოს საქართველომ შეაჩერა რაიმე პროცესი მაშინ, როდესაც სწორედ ევროკავშირის კომპეტენციაა, გადაწყვიტოს
აიპრესი·08:30

მაკა ბოჭორიშვილი: ვერასოდეს დავეთანხმები მოსაზრებას, თითქოს საქართველომ შეაჩერა რაიმე პროცესი მაშინ, როდესაც სწორედ ევროკავშირის კომპეტენციაა, გადაწყვიტოს

26 ნოემბერი, 2026 · 08:30

საქართველო არ არის ის მხარე, რომელიც მოლაპარაკებების დაწყების ან არდაწყების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს. ეს ევროკავშირის გადასაწყვეტია, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

მინისტრის თქმით, საქართველო ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის ნაცვლად ვერ მიიღებს.

„ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით იხსნება გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები. მოლაპარაკება კი ორ მხარეს შორის დიალოგსა და გარკვეულ საკითხებზე შეთანხმებას გულისხმობს. საუბარი თუ არის წესებზე, რომლებიც ულტიმატუმის სახით არის წარმოდგენილი, მაშინ ესეც უნდა ვიცოდეთ. უნდა ვიცოდეთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არ ხდება მოლაპარაკებების გზით, ევროკავშირში გაწევრიანება ხდება ულტიმატუმის გზით.

მოლაპარაკებების დაწყების ან არდაწყების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ევროკავშირი. საქართველო ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის ნაცვლად ვერ მიიღებს. სწორედ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ, როდის და როგორ გაიხსნება მოლაპარაკებები საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე. საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერების გადაწყვეტილება ევროკავშირმა მიიღო. ასე რომ, ვერასოდეს დავეთანხმები მოსაზრებას, თითქოს საქართველომ შეაჩერა რაიმე პროცესი მაშინ, როდესაც სწორედ ევროკავშირის კომპეტენციაა, გადაწყვიტოს, როდის დაიწყება ეს პროცესი. ამასთან, ევროკავშირს საქართველოსთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე ასეთი გადაწყვეტილება დღემდე არ მიუღია“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ipress.ge
  1. მთავარი
  2. აიპრესი
  3. მაკა ბოჭორიშვილი: ვერასოდეს დავეთანხმები მოსაზრებას, თითქოს საქართველომ შეაჩერა რაიმე პროცესი მაშინ, როდესაც სწორედ ევროკავშირის კომპეტენციაა, გადაწყვიტოს

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 17 ქართული წყარო აშუქებს — სულ 114 სტატია.

  • იმედი·02:23
    Euronews: ევროკომისიას სურს, მონტენეგროს მონიტორინგი მას შემდეგაც გააგრძელოს, რაც ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდება - მონტენეგრო, რომელიც ევროკავშირში გაწევრების გზაზე ყველაზე წინ არის წასული, ერთგვარ საცდელ პოლიგონად იქცა უფრო მკაცრი დამცავი მექანიზმებისთვის
  • კვირა·01:54
    მაკა ბოჭორიშვილი: მეორე წელია, ევროკავშირის გადაწყვეტილებით, ევროკავშირის სტრუქტურებსა და ევროკომისიის სხვადასხვა სამსახურს არცერთ დონეზე არ მოუსმენია საქართველოს პოზიცია ამა თუ იმ საკითხზე
  • რუსთავი 2·01:28
    მაკა ბოჭორიშვილი: შუა დერეფანი არის დღეს სწორედ ის ხაზი, დაკავშირებადობის ის ჯაჭვი, რომელიც ევროკავშირისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველო ამ რუკაზე არის, იყო და იქნება
  • ფრონტნიუსი·00:18
    მალგოჟატა გოშევსკა - კიდევ რამდენი ქართველი უნდა იქნეს დაპატიმრებული, სანამ ევროკავშირი ეფექტიან ქმედებებს მიიღებს
ევროკავშირისპროცესიბოჭორიშვილი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

აიპრესი·08:37

მაკა ბოჭორიშვილი: დიდი დრო გავიდა, რაც ტრამპის ადმინისტრაციაა ხელისუფლებაში და საქართველოსთან დამოკიდებულებაში ცვლილებები ნამდვილად არის, ჩვენ ვერ გადავდგამთ ნაბიჯებს, რაც ჩვენ შესაძლებლობებს სცდება

მაკა ბოჭორიშვილი: დიდი დრო გავიდა, რაც ტრამპის ადმინისტრაციაა ხელისუფლებაში და საქართველოსთან დამოკიდებულებაში ცვლილებები ნამდვილად არის, ჩვენ ვერ გადავდგამთ ნაბიჯებს, რაც ჩვენ შესაძლებლობებს სცდება
აიპრესი·07:50

„ეს ჩვენი ომი არ არის“ — ტედი რინერის ხმაურიანი განცხადება უკრაინაზე და რთული ნადირობა მერების ხელმოწერებზე

„ეს ჩვენი ომი არ არის“ — ტედი რინერის ხმაურიანი განცხადება უკრაინაზე და რთული ნადირობა მერების ხელმოწერებზე
აიპრესი·06:53

„დრო გადის, რუსეთის მიზნები და სტრატეგია უცვლელია“ – რა საკითხები დააყენა რუსულმა მხარემ მინსკის შეხვედრაზე და რა პარალელები იკვეთება წარსულთან

„დრო გადის, რუსეთის მიზნები და სტრატეგია უცვლელია“ – რა საკითხები დააყენა რუსულმა მხარემ მინსკის შეხვედრაზე და რა პარალელები იკვეთება წარსულთან
აიპრესი·01:56

უეფას ჩემპიონთა თასზე „პარი სენ-ჟერმენმა“ სახლში „რომას“ ვერ მოუგო

უეფას ჩემპიონთა თასზე „პარი სენ-ჟერმენმა“ სახლში „რომას“ ვერ მოუგო
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.