ოზურგეთის N1 საჯარო სკოლას დაარსებიდან 180 წელი შეუსრულდა
ოზურგეთის N1 საჯარო სკოლას დაარსებიდან 180 წელი შეუსრულდა. სკოლას განათლების მინისტრი ეწვია, რომელიც სკოლის სტემ მიმართულებით მომუშავე კლუბის წევრთა საქმიანობას გაეცნო, დაათვალიერა კომპიუტერული ლაბორატორია და პედაგოგებს შეხვდა.
მინისტრი ასევე იმყოფებოდა ანა ბერძენიშვილის სახელობის სკოლის ბიბლიოთეკაში, რომელსაც საჩუქრად წიგნები გადასცა და სამახსოვრო ჩანაწერი დატოვა.
გივი მიქანაძე ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გამართულ საიუბილეო ღონისძიებასაც დაესწრო, რომელშიც სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ.
