ორიგინალი
ეგვიპტეში საგზაო ინციდენტმა 31 ადამიანი იმსხვერპლა
აჭარის ტელევიზია·12:37

ეგვიპტეში საგზაო ინციდენტმა 31 ადამიანი იმსხვერპლა

26 ნოემბერი, 2026 · 12:37

ეგვიპტეში, ერთ-ერთ მთავარ წრიულ მაგისტრალზე ნავთობპროდუქტების გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების გადაბრუნებისა და შემდგომი ხანძრის შედეგად, 31 ადამიანი დაიღუპა 21 კი დაშავდა. წინასწარი მონაცემებით, მთლიანად დაიწვა 27 სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის მსუბუქი ავტომობილები და მოტოციკლები.

ამჟამად დაღუპულთა ზუსტი რაოდენობისა და მიყენებული ზარალის დადგენა მიმდინარეობს. სააგენტო Reuters-ის მიერ შემთხვევის ადგილიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს სახანძრო მანქანები, დამწვარი ავტომობილები, მიკროავტობუსები და მოტოციკლები, ასევე გზაზე მიმოფანტული ნამსხვრევები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და საგანგებო სამსახურები. ეს წრიული მაგისტრალი ერთმანეთთან აკავშირებს ქალაქებს კაიროს, გიზასა და კალიუბიას.

ეგვიპტეში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები ხშირია, რაც მეტწილად განპირობებულია გზების ცუდი მდგომარეობით.

სახელმწიფო სტატისტიკის სააგენტოს მონაცემებით, საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2025 წელს 5829 ადამიანი შეადგინა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: adjaratv.ge
  1. მთავარი
  2. აჭარის ტელევიზია
  3. ეგვიპტეში საგზაო ინციდენტმა 31 ადამიანი იმსხვერპლა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

აჭარის ტელევიზია·13:01

ნიკოლოზ სამხარაძემ და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა დანიის პარლამენტში შეხვედრები გამართეს

ნიკოლოზ სამხარაძემ და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა დანიის პარლამენტში შეხვედრები გამართეს
აჭარის ტელევიზია·12:48

ევროპელი ლიდერები 2027 წელს უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერაზე შეთანხმდნენ

ევროპელი ლიდერები 2027 წელს უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერაზე შეთანხმდნენ
აჭარის ტელევიზია·12:44

გადარჩენილი ფრინველები ველურ ბუნებაში დააბრუნეს

გადარჩენილი ფრინველები ველურ ბუნებაში დააბრუნეს
აჭარის ტელევიზია·12:43

გიგა ფარულავა: 4 ოქტომბერს ჩადენილ დანაშაულს შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს, საპატიმრო ვინც დატოვა, უნდა ესმოდეთ, რომ დღეს ციხეში რჩებიან რიგითი მოქალაქეები, რომლებიც კონკრეტულმა ლიდერებმა შეცდომაში შეიყვანეს

გიგა ფარულავა: 4 ოქტომბერს ჩადენილ დანაშაულს შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს, საპატიმრო ვინც დატოვა, უნდა ესმოდეთ, რომ დღეს ციხეში რჩებიან რიგითი მოქალაქეები, რომლებიც კონკრეტულმა ლიდერებმა შეცდომაში შეიყვანეს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.