ორიგინალი
გიგა ფარულავა: 4 ოქტომბერს ჩადენილ დანაშაულს შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს, საპატიმრო ვინც დატოვა, უნდა ესმოდეთ, რომ დღეს ციხეში რჩებიან რიგითი მოქალაქეები, რომლებიც კონკრეტულმა ლიდერებმა შეცდომაში შეიყვანეს
აჭარის ტელევიზია·12:43

გიგა ფარულავა: 4 ოქტომბერს ჩადენილ დანაშაულს შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს, საპატიმრო ვინც დატოვა, უნდა ესმოდეთ, რომ დღეს ციხეში რჩებიან რიგითი მოქალაქეები, რომლებიც კონკრეტულმა ლიდერებმა შეცდომაში შეიყვანეს

27 ნოემბერი, 2026 · 12:43

ევროპარლამენტის რეზოლუცია „ოცნების“ არადემოკრატიული მმართველობის შედეგია, რასაც, სამწუხაროდ, ხელისუფლება ამ პოლიტიკას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ ახორციელებს. შესაბამისად, სანქციების დაწესების მოთხოვნა არავის უნდა გაუკვირდეს. ეს არც პირველი და არც უკანასკნელი მოწოდება იქნება, რადგან „ოცნება“ საკუთარ არადემოკრატიულ ნაბიჯებს არ იშლის, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ განაცხადა.

ფარულავას თქმით, რაც შეეხება კონკრეტული პირების გათავისუფლების შესახებ მოწოდებას, 4 ოქტომბერს ჩადენილ დანაშაულს შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს.

„4 ოქტომბერს ორი მთავარი აქტორი ჰყავს: ერთი მხრივ, „ოცნება“, რომელმაც 4 ოქტომბრის პროვოკაციული, რევოლუციური სცენარი დაგეგმა და, მეორე მხრივ, ოპოზიციის ის უპასუხისმგებლო და, ზოგიერთ შემთხვევაში, მოსყიდული ნაწილი, რომელმაც შეასრულა და აღასრულა 4 ოქტომბრის პროვოკაციული დანაშაული. სამწუხაროდ, ბურჭულაძე ერთ-ერთი იმ პირთაგანია, ვინც 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორი იყო. ამ ადამიანებმა – ბურჭულაძემაც და სხვებმაც, ვინც 4 ოქტომბრის მოვლენების წინა ხაზზე იდგნენ, უნდა გამოვიდნენ და საზოგადოებას უთხრან, რა მოხდა, ვინ დაგეგმა და ვინ აღასრულა 4 ოქტომბრის პროვოკაციული, რევოლუციური სცენარი.

ზოგმა მათგანმა საპატიმრო უკვე დატოვა, ზოგი კი დღესაც ციხეში რჩება. მათ, ვინც საპატიმრო დატოვა, უნდა ესმოდეთ, რომ დღეს საპატიმროში რჩებიან რიგითი მოქალაქეები, რომლებიც კონკრეტულმა ლიდერებმა შეცდომაში შეიყვანეს. შესაბამისად, მათ საჯაროდ უნდა აუხსნან მოქალაქეებს, რა მოხდა, ვინ იყო დამკვეთი, ვინ იყო აღმსრულებელი და რატომ ჩაიდინეს ეს კონკრეტული ქმედებები. ჩვენთვის სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის და ამის შესახებ არაერთხელ გვითქვამს“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ითხოვს პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის და კიდევ რამდენიმე პირის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას.

სრული სტატია წყაროზეწყარო: adjaratv.ge
  1. მთავარი
  2. აჭარის ტელევიზია
  3. გიგა ფარულავა: 4 ოქტომბერს ჩადენილ დანაშაულს შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს, საპატიმრო ვინც დატოვა, უნდა ესმოდეთ, რომ დღეს ციხეში რჩებიან რიგითი მოქალაქეები, რომლებიც კონკრეტულმა ლიდერებმა შეცდომაში შეიყვანეს

თემა: დანაშაულის

ამ თემას 18 ქართული წყარო აშუქებს — სულ 40 სტატია.

  • ამბები.ge·21:52
    ბოლო დროის ყველაზე სასტიკი მკვლელობა ბრიტანეთში - სამუდამო მიესაჯა კაცს, რომელმაც დანაშაულის დასაფარად საკუთარი ქალიშვილი დაიხმარა
  • აიპრესი·12:31
    რატი იონათამიშვილი: 4 ოქტომბრის საქეზე დანაშაულს უკვე უშუალოდ მონაწილეები და ორგანიზატორებიც კი აღიარებენ, ინანიებენ და შეწყალების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ
  • ინფო 9·09:37
    ზვიად შალამბერიძე ევროკავშირის რეზოლუციაზე: მორიგი ტყუილები და ბრალდება, თითქოს ჩვენს ქვეყანაში არსებობენ პოლიტიკური პატიმრები, იმ დროს, როდესაც ამ ადამიანების დიდმა ნაწილმა უკვე აღიარა დანაშაული
  • პრაიმტაიმი·08:37
    მორიგი ტყუილები და ბრალდება, თითქოს ჩვენს ქვეყანაში არსებობენ პოლიტიკური პატიმრები, იმ დროს, როდესაც ამ ადამიანების დიდმა ნაწილმა უკვე აღიარა დანაშაული - ზვიად შალამბერიძე ევროკავშირის რეზოლუციაზე
დანაშაულის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

აჭარის ტელევიზია·12:39

კახა კალაძე ბათუმში საფეხბურთო მატჩის დროს მომხდარ დაპირისპირებაზე: ქართულმა სამართალდამცავმა სტრუქტურებმა კანონის შესაბამისად იმოქმედეს, სხვა მოქალაქეების უსაფრთხოება დაიცვეს

კახა კალაძე ბათუმში საფეხბურთო მატჩის დროს მომხდარ დაპირისპირებაზე: ქართულმა სამართალდამცავმა სტრუქტურებმა კანონის შესაბამისად იმოქმედეს, სხვა მოქალაქეების უსაფრთხოება დაიცვეს
აჭარის ტელევიზია·12:28

248 ფაილი და 2 000-ზე მეტი გვერდი – USAID-ის საქმიანობის შესახებ გასაჯაროებულ მასალებს მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ

248 ფაილი და 2 000-ზე მეტი გვერდი – USAID-ის საქმიანობის შესახებ გასაჯაროებულ მასალებს მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ
აჭარის ტელევიზია·12:22

თურქული მედია: თურქეთის საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრები ქართველ კოლეგებს ესაუბრნენ

თურქული მედია: თურქეთის საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრები ქართველ კოლეგებს ესაუბრნენ
აჭარის ტელევიზია·12:20

„ბეშიქთაში“ ბათუმში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

„ბეშიქთაში“ ბათუმში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.