ორიგინალი
მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის უმსხვილესი ენერგეტიკული კორპორაციის China Energy Engineering Corporation International Group-ის თავმჯდომარეს შეხვდა
აჭარის ტელევიზია·13:15

მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის უმსხვილესი ენერგეტიკული კორპორაციის China Energy Engineering Corporation International Group-ის თავმჯდომარეს შეხვდა

26 ნოემბერი, 2026 · 13:15

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული კორპორაციის-China Energy Engineering Corporation International Group-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს, ციაო სიუპინს შეხვდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ენერგეტიკული მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

მარიამ ქვრივიშვილმა ჩინური კორპორაციის ხელმძღვანელს დეტალურად გააცნო საქართველოს ენერგეტიკული სექტორის შესაძლებლობები და ქვეყანაში არსებული მიმზიდველი საინვესტიციო გარემო. მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც რეგიონული ენერგეტიკული ჰაბის მზარდ როლს და ყურადღება გაამახვილა ისეთ სტრატეგიულ პროექტებზე, როგორებიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი და მწვანე ენერგეტიკული დერეფნები.

განიხილეს განახლებადი ენერგიის, ენერგიის დაგროვების სისტემებისა და თანამედროვე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობები. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჩინური კომპანიების მზარდ ინტერესს საქართველოს ენერგეტიკის სექტორის მიმართ.

შეხვედრაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე მონაწილეობდნენ.

CEEC International Group პროექტებს მსოფლიოს 140-ზე მეტ ქვეყანასა და რეგიონში მართავს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: adjaratv.ge
  1. მთავარი
  2. აჭარის ტელევიზია
  3. მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის უმსხვილესი ენერგეტიკული კორპორაციის China Energy Engineering Corporation International Group-ის თავმჯდომარეს შეხვდა

თემა: ჩინეთის

ამ თემას 14 ქართული წყარო აშუქებს — სულ 133 სტატია.

  • პრაიმტაიმი·08:12
    საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ეროვნული ენერგეტიკული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შეხვდა
  • იმედი·08:06
    საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთში, ქალაქ ცინგტაოში „სარტყელისა და გზის“ მეოთხე ენერგეტიკული მინისტერიალის გახსნის ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას და საზოგადოებას სიტყვით მიმართავს
  • რუსთავი 2·08:01
    საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ეროვნული ენერგეტიკული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შეხვდა
  • ინტერპრესნიუსი·05:20
    აშშ-მა რამდენიმე სავაჭრო პარტნიორის, მათ შორის ევროკავშირისა და ჩინეთის, წინააღმდეგ ახალი ტარიფები გამოაცხადა
ჩინეთის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

აჭარის ტელევიზია·13:20

მიხეილ ყაველაშვილი: გასული წლებში საარჩევნო ადმინისტრაციამ განვითარების რთული და ამავდროულად შთამბეჭდავი გზა განვლო, ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო მტკიცე ინსტიტუტებზე დგას

მიხეილ ყაველაშვილი: გასული წლებში საარჩევნო ადმინისტრაციამ განვითარების რთული და ამავდროულად შთამბეჭდავი გზა განვლო, ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო მტკიცე ინსტიტუტებზე დგას
აჭარის ტელევიზია·13:09

ცოტნე ანანიძე: ფონდების მიზნებზე წინასწარ ვსაუბრობდით, ოპონენტები კი ამას ბოდვას ეძახდნენ და ახლა ვინ ბოდავდა, ყველაფერი კარგად ჩანს ზედაპირზე

ცოტნე ანანიძე: ფონდების მიზნებზე წინასწარ ვსაუბრობდით, ოპონენტები კი ამას ბოდვას ეძახდნენ და ახლა ვინ ბოდავდა, ყველაფერი კარგად ჩანს ზედაპირზე
აჭარის ტელევიზია·12:58

ილია თოფურიას 2025 წლის საუკეთესო ნოკაუტისთვის განკუთვნილი ჯილდო გადასცეს

ილია თოფურიას 2025 წლის საუკეთესო ნოკაუტისთვის განკუთვნილი ჯილდო გადასცეს
აჭარის ტელევიზია·12:56

ჩემპიონთა ლიგის მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა

ჩემპიონთა ლიგის მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.