ორიგინალი
ცოტნე ანანიძე: ფონდების მიზნებზე წინასწარ ვსაუბრობდით, ოპონენტები კი ამას ბოდვას ეძახდნენ და ახლა ვინ ბოდავდა, ყველაფერი კარგად ჩანს ზედაპირზე
აჭარის ტელევიზია·13:09

ცოტნე ანანიძე: ფონდების მიზნებზე წინასწარ ვსაუბრობდით, ოპონენტები კი ამას ბოდვას ეძახდნენ და ახლა ვინ ბოდავდა, ყველაფერი კარგად ჩანს ზედაპირზე

26 ნოემბერი, 2026 · 13:09

ჩვენც, როცა ვსაუბრობდით ამერიკაში არჩევნებამდე, რომ ეს ფონდები არის გარე ძალების ინტერესი, რომ სხვადასხვა გზით, მათ შორის რევოლუციური გზით შეიცვალოს ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ხელისუფლება, ხალხის საწინააღმდეგო ხელისუფლების შექმნისთვის არსებული ფონდები. ამაზე როცა ვსაუბრობდით, ამაზე ბოდვას ეძახდნენ ჩვენი ოპონენტები, ბოდვას, რაღაც წარმოუდგენელ ბოდვას - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

„თუმცა ვნახეთ, რომ ახალი ადმინისტრაცია, როგორც კი უფლებამოსილების შეუდგა, ერთ-ერთი პირველი აუდიტი თუ რევიზია, რაც გაკეთდა ამ ფონდებთან მიმართებით, სწორედ მიზანი ეს იყო, რომ ამერიკელი ხალხის თანხები იხარჯება სხვა ქვეყნებში ფერადი რევოლუციების მოწყობისთვის. სწორედ, ეს გახდა ამერიკის სახელმწიფოს მხრიდან ამ ფონდების დახურვის საფუძველი“,- განაცხადა ცოტნე ანანიძემ.

ანანიძის თქმით, ფონდებთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები გამართლდა, თუმცა ოპოზიციას ამის აღიარება უჭირს.

„ჩვენ ამაზე წინასწარ ვსაუბრობდით. ამას ბოდვას ეძახდნენ და ახლა რომელი ბოდავდა, ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს ზედაპირზე. მაგრამ, სამწუხაროდ, ამის აღიარების უნარი ოპოზიციას არ აქვს. შესაბამისად, ამდენი ინტელექტუალური თუ იდეოლოგიური დამარცხების შემდეგ ხდება ის, რაც დღეს ვიხილეთ, მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტის სტატუსებში, რომელიც თავისი პოლიტიკური პრაგმატულობით აბსოლუტურ ადეკვატურობას არის აცდენილი. თუმცა ეს იყო პირდაპირი აღიარება იმისა, რაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცოდით: ადამიანი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ამ ქვეყანაში ყოველთვის სხვადასხვა ქვეყნის ინტერესებს ასრულებდა და ეს ქვეყანა და ხალხი მისთვის იყო პოლიტიკური პოლიგონი და მეტი არაფერი“, - განაცხადა ცოტნე ანანიძემ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: adjaratv.ge
  1. მთავარი
  2. აჭარის ტელევიზია
  3. ცოტნე ანანიძე: ფონდების მიზნებზე წინასწარ ვსაუბრობდით, ოპონენტები კი ამას ბოდვას ეძახდნენ და ახლა ვინ ბოდავდა, ყველაფერი კარგად ჩანს ზედაპირზე

თემა: ყველაფერი

ამ თემას 14 ქართული წყარო აშუქებს — სულ 52 სტატია.

  • GHN·07:18
    რუსეთის მხარემ შეხვედრაზე დააყენა თითქოსდა უვნებელი საკითხები, რომლებსაც თუ დააკვირდებით, ეს ყველაფერი მიმართულია „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ და ენერგიას მატებს ოპოზიციურ ძალებს - გიორგი ზურაბაშვილი
  • ნიუპოსტი·01:54
    „ბატონმა გალუზინმა მაცნობა, რომ კიდევ ორი ქართული ღვინის კომპანიის დასანქცირებას აპირებენ... ეს ყველაფერი მიმართულია „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ და ენერგიას მატებს ოპოზიციას“ — გიორგი ზურაბაშვილი
  • ინტერპრესნიუსი·01:15
    გიორგი ზურაბაშვილი - რუსეთის მხარეს ჰქონდა, თითქოს უვნებელი საკითხები, რომელსაც თუ დააკვირდებით, ეს ყველაფერი მიმართულია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ და აძლიერებს ყალბ პროპაგანდას, თითქოს „ოცნება“ პრორუსულია - ეს მიმართულია, რომ ენერგია შემატოს ჩვენს ოპოზიციურ ძალებს
  • ინფო 9·00:41
    გიორგი ზურაბაშვილი მიხაილ გალუზინთან შეხვედრაზე: იყო საუბარი, რომ დონის უნივერსიტეტი დაძმობილებულიყო საქართველოს ერთ-ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ეს ყველაფერი მიმართულია „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ და აძლიერებს იმ ყალბ პროპაგანდას და ნარატივს, თითქოსდა „ქართული ოცნება“ არის პრორუსული
ყველაფერი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

აჭარის ტელევიზია·13:06

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა
აჭარის ტელევიზია·12:56

ჩემპიონთა ლიგის მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა

ჩემპიონთა ლიგის მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა
აჭარის ტელევიზია·12:55

უეფას ახალგაზრდული ლიგა U19 - "დინამო" თბილისი 1:1 "ფიორენტინა"

უეფას ახალგაზრდული ლიგა U19 - "დინამო" თბილისი 1:1 "ფიორენტინა"
აჭარის ტელევიზია·12:50

სპორტის მინისტრი თურქეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს შეხვდა

სპორტის მინისტრი თურქეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს შეხვდა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.