ორიგინალი
ირაკლი კობახიძე: ნებისმიერი, თუნდაც ტექნიკური საკითხის მოგვარება შეიძლება, იყოს გასაღები ირიბად, საბოლოო ჯამში იმ მიზნის მიღწევამდე, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაცია
აჭარის ტელევიზია·14:45

ირაკლი კობახიძე: ნებისმიერი, თუნდაც ტექნიკური საკითხის მოგვარება შეიძლება, იყოს გასაღები ირიბად, საბოლოო ჯამში იმ მიზნის მიღწევამდე, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაცია

26 ნოემბერი, 2026 · 14:45

ნებისმიერი, თუნდაც ტექნიკური საკითხის მოგვარება შეიძლება, იყოს გასაღები ირიბად, საბოლოო ჯამში იმ მიზნის მიღწევამდე, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაცია, რაც არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქართულ-რუსულ ურთიერთობებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საბოლოო მიზანი არის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება.

„არის მთელი რიგი საკითხები, მეტწილად ტექნიკური შინაარსის. ეს ტექნიკური შინაარსის საკითხები არ არის დაკავშირებული სამწუხაროდ დეოკუპაციასთან, თუმცა ბუნებრივია, ნებისმიერი საკითხის, თუნდაც ტექნიკური საკითხის მოგვარება შეიძლება იყოს გასაღები ირიბად, საბოლოო ჯამში, იმ მიზნის მიღწევამდე, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაცია, რაც არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა. კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება არის ჩვენი საბოლოო მიზანი. ეს ვერ მოხდება დეოკუპაციის გარეშე, თუმცა ისიც გვესმის, რომ ეს არ არის ერთდღიანი, არც ერთთვიანი და არც ერთწლიანი ამოცანა. შესაბამისად, ჩვენ მოთმინებით, თანმიმდევრულად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ყველა საკითხთან, მათ შორის ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით. რაც შეეხება იმას, თუ სად შეიძლება შედგეს ეს შეხვედრები – შეიძლება, რა თქმა უნდა, შედგეს მოსკოვსა და თბილისშიც. თუ ასეთი მიდგომა იქნება, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მონაცვლეობით ჩატარდეს შეხვედრები მოსკოვსა და თბილისში. მოსკოვში გაემგზავრება არა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, არამედ პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი. აქ ხომ მთავარი არის პრინციპების დაცვა. ამ პრინციპების დაცვისთვის განმსაზღვრელი არის ის, რომ მოსკოვში გაემგზავრება არა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, არამედ პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ფორმატი არ შეიძლება, შეიცავდეს გარკვეულ რისკებს, მაგალითად, აღიარების ან ნებისმიერი სხვა მიმართულებით და მოსკოვსა და თბილისში ამ შეხვედრების გამართვა ამ თვალსაზრისით არავითარ რისკს არ ქმნის.

„მთავარი რა არის – არცერთმა თუნდაც ჟესტმა ჩრდილი არ უნდა მიაყენოს არაღიარების პოლიტიკას. ეს არის მთავარი. არც დროშების იქ განთავსება, არც მოსკოვსა და თბილისში შეხვედრების გამართვა არ უპირისპირდება არაღიარების პრინციპს. ეს არის მთავარი. ვიღაცას შეიძლება ზედმეტი შიში ჰქონდა, მაგრამ რეალურად, არც დროშების განთავსება და არც მოსკოვსა და თბილისში შეხვედრების გამართვა არ უპირისპირდება არაღიარების პრინციპს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: adjaratv.ge
  1. მთავარი
  2. აჭარის ტელევიზია
  3. ირაკლი კობახიძე: ნებისმიერი, თუნდაც ტექნიკური საკითხის მოგვარება შეიძლება, იყოს გასაღები ირიბად, საბოლოო ჯამში იმ მიზნის მიღწევამდე, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაცია

თემა: საკითხი

ამ თემას 23 ქართული წყარო აშუქებს — სულ 102 სტატია.

  • ინტერპრესნიუსი·16:13
    დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინი და ნიკოლ ფაშინიანი სომხეთში განთავსებული რუსული სამხედრო ბაზის საკითხს განიხილავენ
  • რუსთავი 2·14:22
    Euronews: "წმინდა პოლიტიკური თეატრი" და უთანხმოება - ევროკავშირის ქვეყნებმა 7 წლიანი ბიუჯეტის საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
  • ინფო 9·14:03
    დავით ჩიხელიძე: ევროპა დიდი სახელმწიფოების შეხვედრის მაგიდის მიღმა აღმოჩნდა - ტრამპი, პუტინი, სი ძინპინი მსოფლიო წესრიგის საკითხებს განიხილავდნენ, ევროპის ლიდერები კი ამ პროცესის მიღმა დარჩნენ
  • BM.GE·09:34
    სუროგაციის აკრძალვის საკითხში საპატრიარქო და ხელისუფლება თანაბრად დამნაშავეა და ეს ხმამაღლა უნდა ითქვას|რომან გოცირიძე
საკითხიკობახიძეიყოს

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

აჭარის ტელევიზია·18:00

"5000 დამწყები IT სპეციალისტის მომზადების პროგრამაზე" მეხუთე, ბოლო ნაკადზე 1 000 აპლიკანტი სწავლას სახელმწიფო დაფინანსებით იწყებს

"5000 დამწყები IT სპეციალისტის მომზადების პროგრამაზე" მეხუთე, ბოლო ნაკადზე 1 000 აპლიკანტი სწავლას სახელმწიფო დაფინანსებით იწყებს
აჭარის ტელევიზია·17:56

ბათუმის საზაფხულო თეატრს დღეს სპეციალური ღონისძიება მიეძღვნა

ბათუმის საზაფხულო თეატრს დღეს სპეციალური ღონისძიება მიეძღვნა
აჭარის ტელევიზია·17:49

"მხოლოდ საგნობრივი ცოდნა ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისთვის საკმარისი ვერ იქნება" - რამდენად მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლების ინტეგრირება ფორმალურ განათლებასთან და რა როლი აქვს მას ბავშვის განვითარებაში

"მხოლოდ საგნობრივი ცოდნა ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისთვის საკმარისი ვერ იქნება" - რამდენად მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლების ინტეგრირება ფორმალურ განათლებასთან და რა როლი აქვს მას ბავშვის განვითარებაში
აჭარის ტელევიზია·16:14

ბათუმში განვითარებული მოვლენების გამო შინაგან საქმეთა მინისტრი პოლიციელებს მადლობას უხდის

ბათუმში განვითარებული მოვლენების გამო შინაგან საქმეთა მინისტრი პოლიციელებს მადლობას უხდის
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.