ორიგინალი
ლევან მახაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ბურჭულაძის გათავისუფლების მოთხოვნა ნიშნავს იმას, რომ ევროპარლამენტი პირდაპირ უცხადებს მხარდაჭერას ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობას
აჭარის ტელევიზია·16:52

ლევან მახაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ბურჭულაძის გათავისუფლების მოთხოვნა ნიშნავს იმას, რომ ევროპარლამენტი პირდაპირ უცხადებს მხარდაჭერას ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობას

26 ნოემბერი, 2026 · 16:52

ევროპარლამენტის მიერ 2026 წლის 26 ნოემბერს მიღებული რეზოლუციით, ევროკავშირის სახელს ამოფარებული პოლიტიკური ძალები აგრძელებენ სამარცხვინო გზას, - წერს ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, პაატა ბურჭულაძის "პოლიტიკურ პატიმრად" მოხსენიება და მისი გათავისუფლების მოთხოვნა ყოველგვარ საღ აზრს არის მოკლებული იმ ფონზე, რომ ბურჭულაძის თანამზრახველებმა სრულად აღიარეს ჩადენილი დანაშაული. მახაშვილის შეფასებით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ამგვარი მოთხოვნების არსებობა მართლაც იმას ნიშნავს, რომ ევროპარლამენტი ძალადობას და ხელისუფლების დამხობის მცდელობას მხარდაჭერას უცხადებს.

"ხელისუფლების დამხობის ორგანიზება არა საოპერო ხელოვნება, არამედ უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაულია. დანაშაულია ბრიუსელში, ავსტრიაში და ევროპის ყველა წერტილში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, “პოლიტიკურ პატიმრად” ბურჭულაძის მოხსენიება და მისი გათავისუფლების მოთხოვნა ყოველგვარ საღ აზრს არის მოკლებული. მით უმეტეს, რომ ამ დანაშაულებრივ ქმედებაში ბურჭულაძის თანამზრახველებმა სრულად აღიარეს მათ მიერ დანაშაულის ჩადენა და ყველა მათგანს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ბურჭულაძის გათავისუფლების მოთხოვნა მართლაც ნიშნავს იმას, რომ ევროპარლამენტი პირდაპირ უცხადებს მხარდაჭერას ძალადობას და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობას.

დასანანია, რომ პოლ-ჰენრი სპააკის, რობერტ შუმანის და სიმონე ვეილის ევროპარლამენტი დღეს რასა იუკნევიჩიანეს, მალგორჟატა გოშიევსკას და პეტრას აუშტრევიჩიუსის დონეზე დაეშვა," - წერს ლევან მახაშვილი სოციალურ ქსელში.

სრული სტატია წყაროზეწყარო: adjaratv.ge
  1. მთავარი
  2. აჭარის ტელევიზია
  3. ლევან მახაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ბურჭულაძის გათავისუფლების მოთხოვნა ნიშნავს იმას, რომ ევროპარლამენტი პირდაპირ უცხადებს მხარდაჭერას ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობას

თემა: ევროპარლამენტის

ამ თემას 24 ქართული წყარო აშუქებს — სულ 107 სტატია.

  • პალიტრა ნიუსი·15:39
    ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუცია და „ქართული ოცნების“ პასუხი
  • რუსთავი 2·15:23
    კახა კალაძე ევროპარლამენტის მოთხოვნაზე დასანქცირების შესახებ: ვთქვათ დაგვასანქცირეს, რა შეიცვლება ამით, ვინმე შეგვაშინებს და ფარ-ხმალს დავყრით, თავს დავუხრით თუ რა?
  • ტვ პირველი·13:39
    "ევროპარლამენტის რეზოლუცია არის ერთი აგური ივანიშვილისთვის ძირის გამოთხრის გზაზე" - ჩერგოლეიშვილი
  • იმედი·13:13
    კახა კალაძე ევროპარლამენტის მოთხოვნაზე სანქცირების შესახებ: ვთქვათ, დაგვასანქცირეს, რა შეიცვლება ამით, ვინმე შეგვაშინებს და ფარ-ხმალს დავყრით, თავს დავუხრით, თუ რა?
ევროპარლამენტისრეზოლუციახელისუფლების

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

აჭარის ტელევიზია·18:00

"5000 დამწყები IT სპეციალისტის მომზადების პროგრამაზე" მეხუთე, ბოლო ნაკადზე 1 000 აპლიკანტი სწავლას სახელმწიფო დაფინანსებით იწყებს

"5000 დამწყები IT სპეციალისტის მომზადების პროგრამაზე" მეხუთე, ბოლო ნაკადზე 1 000 აპლიკანტი სწავლას სახელმწიფო დაფინანსებით იწყებს
აჭარის ტელევიზია·17:56

ბათუმის საზაფხულო თეატრს დღეს სპეციალური ღონისძიება მიეძღვნა

ბათუმის საზაფხულო თეატრს დღეს სპეციალური ღონისძიება მიეძღვნა
აჭარის ტელევიზია·17:49

"მხოლოდ საგნობრივი ცოდნა ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისთვის საკმარისი ვერ იქნება" - რამდენად მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლების ინტეგრირება ფორმალურ განათლებასთან და რა როლი აქვს მას ბავშვის განვითარებაში

"მხოლოდ საგნობრივი ცოდნა ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისთვის საკმარისი ვერ იქნება" - რამდენად მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლების ინტეგრირება ფორმალურ განათლებასთან და რა როლი აქვს მას ბავშვის განვითარებაში
აჭარის ტელევიზია·16:14

ბათუმში განვითარებული მოვლენების გამო შინაგან საქმეთა მინისტრი პოლიციელებს მადლობას უხდის

ბათუმში განვითარებული მოვლენების გამო შინაგან საქმეთა მინისტრი პოლიციელებს მადლობას უხდის
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.