ორიგინალი
თბილისის და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ნაწილისთვის განაშენიანების გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვის ფარგლებში, კომპანია იგლ ჰილს მასშტაბური პროექტი განიხილეს
აჭარის ტელევიზია·20:47

თბილისის და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ნაწილისთვის განაშენიანების გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვის ფარგლებში, კომპანია იგლ ჰილს მასშტაბური პროექტი განიხილეს

26 ნოემბერი, 2026 · 20:47

თბილისის და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ნაწილისთვის განაშენიანების გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვის ფარგლებში კომპანია „იგლ ჰილსის“ მასშტაბური პროექტი განიხილეს. შეხვედრაზე პროექტის წარმომადგენლებმა საზოგადოებას უთხრეს, რომ კონცეფციის მიხედვით, ტერიტორია დაბალი ინტენსივობის განაშენიანებისთვის არის დაგეგმილი, რომელიც ბუნებრივ გარემოსთან იქნება შერწყმული.

პროექტის უმეტესი ნაწილი ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს დაეთმობა, ცენტრალურ ზონაში კი საზოგადოებრივი და სოციალური ინფრასტრუქტურა განთავსდება.

გარდაბნის კულტურის სახლში „იგლ ჰილსის“ პროექტის პირველი ეტაპის პრეზენტაციას ადგილობრივები და პროექტით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

პროექტის განხორციელებაში ჩართული სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებმა დამსწრეებს ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. საზოგადოების ინტერესის ძირითადი საკითხები სამუშაო ადგილების შექმნას, დასასვენებელი სივრცეების მოწყობასა და პროექტის სხვა დეტალებს შეეხებოდა.

საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, „იგლ ჰილსის“ 6.6 მილიარდი დოლარის საინვესტიციო პროექტის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია და ბრალდებები ვრცელდებოდა. მათ შორის იყო შეფასებები, თითქოს პროექტი ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.

„იგლ ჰილსის“ წარმომადგენლები აღნიშნულ ბრალდებებს დეზინფორმაციას უწოდებენ და აცხადებენ, რომ პროექტი ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას შეუწყობს ხელს.

პროექტის ეკონომიკურ და საბიუჯეტო სარგებელზე საუბრობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მისი თქმით, „იგლ ჰილსის“ პროექტი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ეკონომიკურ და ფინანსურ შედეგებს შექმნის.

პრემიერი ასევე უარყოფს გავრცელებულ მოსაზრებას, თითქოს პროექტის შედეგად ე.წ. არაბული დასახლება შეიქმნება, და ყურადღებას ამახვილებს სტატისტიკაზე, რომლის მიხედვითაც, უძრავი ქონების მყიდველთა უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა.

განაშენიანების გეგმის კონცეფციაზე კომპანია „იგლ ჰილს საქართველო“ მუშაობს, დოკუმენტაციას კი ამ ეტაპზე სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო განიხილავს.

პროექტის ავტორების თქმით, დაგეგმვას წინ უძღოდა ტერიტორიის გეოლოგიური, ჰიდროლოგიური და ეკოლოგიური კვლევები, ასევე ბიომრავალფეროვნების, კულტურული მემკვიდრეობისა და სატრანსპორტო გავლენის შეფასება.

სრული სტატია წყაროზეწყარო: adjaratv.ge
  1. მთავარი
  2. აჭარის ტელევიზია
  3. თბილისის და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ნაწილისთვის განაშენიანების გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვის ფარგლებში, კომპანია იგლ ჰილს მასშტაბური პროექტი განიხილეს

თემა: თბილისში

ამ თემას 27 ქართული წყარო აშუქებს — სულ 202 სტატია.

  • ფორმულა·20:44
    კობახიძე ადასტურებს, რომ მინსკში შეხვედრამდე თბილისში იური ბალაშოვი იმყოფებოდა
  • ინფო 9·20:39
    თბილისის საკრებულოში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მსმენელებს უმასპინძლეს
  • რუსთავი 2·20:34
    თბილისის საკრებულოში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მსმენელებს უმასპინძლეს
  • იმედი·20:17
    ორმაგი სტანდარტი და „დიფ სთეითის“ ხელწერა - ოფიციალური თბილისი მინსკში გამართულ შეხვედრას და რუსული მხარის ინიციატივებს არგუმენტებისგან დაცლილს და ოპოზიციის დღის წესრიგზე მორგებულს უწოდებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თბილისშიპროექტი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

აჭარის ტელევიზია·21:33

დღის მთავარი სპორტული სიახლეები

დღის მთავარი სპორტული სიახლეები
აჭარის ტელევიზია·20:58

ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის მუზეუმში მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის „ტბელ აბუსერისძე“ პრემიერა გაიმართა

ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის მუზეუმში მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის „ტბელ აბუსერისძე“ პრემიერა გაიმართა
აჭარის ტელევიზია·20:53

მომდევნო შვიდწლიანი ბიუჯეტი და უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა- ამ საკითხებს ეძღვნება ევროკავშირის ლიდერთა ორდღიანი სამიტი, რომელიც დღეს ბრიუსელში დაიწყო

მომდევნო შვიდწლიანი ბიუჯეტი და უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა- ამ საკითხებს ეძღვნება ევროკავშირის ლიდერთა ორდღიანი სამიტი, რომელიც დღეს ბრიუსელში დაიწყო
აჭარის ტელევიზია·20:52

ბათუმში, ევროპალიგის მატჩთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების მობილიზებაა

ბათუმში, ევროპალიგის მატჩთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების მობილიზებაა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.