ორიგინალი
კობახიძე ადასტურებს, რომ მინსკში შეხვედრამდე თბილისში იური ბალაშოვი იმყოფებოდა
ფორმულა·14:44

კობახიძე ადასტურებს, რომ მინსკში შეხვედრამდე თბილისში იური ბალაშოვი იმყოფებოდა

26 ნოემბერი, 2026 · 14:44

ქართული ოცნების პრემიერმა დაადასტურა, რომ მინსკში შეხვედრამდე საქართველოში ქართულ-რუსული სავაჭრო პალატის თანახელმძღვანელი იური ბალაშოვი იმყოფებოდა.

კერძოდ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მიხაილ გალუზინთან შეხვედრამდე, იური ბალაშოვთან თბილისში იყო შეხვედრა.

მანამდე, ფორმულასთან ისაუბრა კრემლისტური პარტიის „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერმა მამუკა ფიფიამ, რომელმაც განაცხადა, რომ გიორგი ზურაბაშვილს „ჯერ კიდევ თბილისში მოახსენეს და გააფრთხილეს, მაქსიმალურად მეგობრულ რეჟიმში, უთხრეს, რომ არის კიდევ ორი კომპანია, რომელიც მოხვდება შეზღუდვების ქვეშ. აუხსნეს მექანიზმები, პირობები, როგორ შეიძლება ამ კომპანიების გაყვანა ამ სასანქციო რეჟიმიდან, იგივე აუხსნა ბატონმა გალუზინმა მინსკში".

მამუკა ფიფიას ამ განცხადების შემდეგ, ფორმულას ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს სთხოვა დაეზუსტებინა, ჰქონდა თუ არა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიორგი ზურაბაშვილთან მინსკში გამგზავრებამდე თბილისში შეხვედრა გაიმართა, რაზეც ოცნების პრემიერმა განაცხადა:

"რაც შეეხება შეხვედრას, არის ბატონი ბალაშოვი, რომელიც არის თუ არ ვცდები ქართულ -რუსული სავაჭრო პალატის თანახელმძღვანელი, მასთან იყო საუბრები გალუზინთან შეხვედრამდე. თბილისში იყო შეხვედრა, კი. მისი მხრიდან იყო დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ წლის ბოლომდე ყველა კომპანია იქნებოდა ამოღებული სიიდან, თუმცა მისი მხრიდანაც შეიცვალა ეს პოზიცია და შემდეგ უკვე გალუზინთან შეხვედრაზე მოვისმინეთ ანალოგიური პოზიცია, რაც იყო აბსოლუტურად გაუგებარი", - ამბობს ის.

სრული სტატია წყაროზეწყარო: formulanews.ge
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. კობახიძე ადასტურებს, რომ მინსკში შეხვედრამდე თბილისში იური ბალაშოვი იმყოფებოდა

თემა: თბილისში

ამ თემას 26 ქართული წყარო აშუქებს — სულ 204 სტატია.

  • GHN·14:38
    ივანიშვილის გადაწყვეტილებით, გალუზინი თბილისში ჩამოვა და ჩამოიტანს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების მოთხოვნას - ხატია დეკანოიძე
  • ამბები.ge·14:35
    შავი პარასკევი წიგნების მოყვარულებისთვის "საკითხავის ფესტივალი" თბილისი მოლში ბრუნდება
  • ტვ პირველი·14:18
    კობახიძე ადასტურებს, რომ მინსკის შეხვედრის წინ თბილისში მოსკოვიდან ჩამოსული იყო იური ბალაშოვი
  • BM.GE·14:16
    კობახიძის თქმით, რუსეთთან შეხვედრები შესაძლოა მონაცვლეობით მოსკოვსა და თბილისში გაიმართოს
თბილისშიშეხვედრაზეკობახიძე

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ფორმულა·14:40

კობახიძე რუსეთთან მოლაპარაკებებშიც „დიფ სთეითის“ გავლენებზე საუბრობს

კობახიძე რუსეთთან მოლაპარაკებებშიც „დიფ სთეითის“ გავლენებზე საუბრობს
ფორმულა·14:16

კობახიძე არ გამორიცხავს, რუსეთთან დიალოგი მოსკოვსა და თბილისშიც გაგრძელდეს

კობახიძე არ გამორიცხავს, რუსეთთან დიალოგი მოსკოვსა და თბილისშიც გაგრძელდეს
ფორმულა·13:43

შს მინისტრის მოადგილედ თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა, ის შალვა თადუმაძეს შეცვლის

შს მინისტრის მოადგილედ თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა, ის შალვა თადუმაძეს შეცვლის
ფორმულა·22:44

აშშ-მა ჩინეთს, ევროკავშირსა და კიდევ 12 სავაჭრო პარტნიორს ახალი ტარიფები დაუწესა

აშშ-მა ჩინეთს, ევროკავშირსა და კიდევ 12 სავაჭრო პარტნიორს ახალი ტარიფები დაუწესა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.