ორიგინალი
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინს თუ სურვილი აქვს, „დიდი ოცეულის“ სამიტზე დასწრება შეუძლია
აჭარის ტელევიზია·10:31

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინს თუ სურვილი აქვს, „დიდი ოცეულის“ სამიტზე დასწრება შეუძლია

27 ნოემბერი, 2026 · 10:31

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დეკემბერში ფლორიდაში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტს დაესწროს.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთს ეს არ მოეწონება.

„მას თუ დასწრება სურს, რა თქმა უნდა, შეუძლია. ზოგიერთს ეს არ მოეწონება“, – აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, პუტინს უკრაინასთან ომის დასრულება სურს.

ამასთან, ტრამპმა რუსეთის „დიდი რვიანიდან“ (G8) გარიცხვაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებამ მოსკოვის უკმაყოფილება გამოიწვია.

„ერთი რამ უნდა გესმოდეთ. ჩვენ შეთანხმების მიღწევა, მკვლელობების შეჩერება გვინდა. შემიძლია ვთქვა, რომ ის ჩემი მეგობარი არ არის, ან სხვა რამ, მაგრამ შეთანხმების მიღწევა მინდა. შეთანხმება უნდა დავდო. ისინი თვეში 25 000 ადამიანს კარგავენ. შემიძლია, მივიდე და ვუთხრა, რომ არ მომწონხარ, მაგრამ მაშინ იგივე პრობლემა გვექნება, რაც ზელენსკისა და პუტინის შემთხვევაში გვაქვს. იცით, ამ შეთანხმების მიღწევის ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ორი ლიდერი ერთმანეთს ნამდვილად ვერ იტანს. მთავარი ის არის, რომ მას შეთანხმების დადება სურს. „დიდი რვიანის“ წევრი როდესაც იყო, პრეზიდენტ ობამას სურდა მისი გარიცხვა. ის თუ წევრად დარჩებოდა, შესაძლოა, ეს ომი ახლა არ გვქონოდა. მას ძალიან ეწყინა, როდესაც ეს მოხდა. ახლა კი „დიდი შვიდეულია“. ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, ვისურვებდი, რუსეთი მონაწილეობდეს. ვფიქრობ, ეს ბევრად უფრო ძლიერი ჯგუფი იყო, როდესაც მასში რუსეთი შედიოდა. შეხვედრაზე მივდივართ და რუსეთზე, უკრაინაზე ვსაუბრობთ. ვთქვი, კარგი არ იქნებოდა, რუსეთი თავად ყოფილიყო ამ ოთახში? ძალიან მტკიცედ მჯერა, ეს გადაწყვეტილება რომ არ მიეღოთ, ახლა ეს ომი არ გვექნებოდა“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრის შესახებაც ისაუბრა. ტრამპის თქმით, რუტესთან ევროპაში ამერიკული სამხედრო ძალების განლაგების საკითხი განიხილა. როგორც ტრამპმა აღნიშნა, ირანის საკითხში ალიანსი აშშ-ს სათანადოდ არ დაეხმარა, თუმცა გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს, რამაც მისი დამოკიდებულება შეცვალა.

„ირანთან დაკავშირებით მათ დიდი დახმარება არ გაგვიწიეს, ნამდვილად არ დაგვხმარებიან, თუმცა ჩვენ გრენლანდია მივიღეთ. დიახ, გრენლანდია მივიღეთ. ის ტეხასზე სამჯერ დიდია. გულწრფელად რომ ვთქვა, ამან ჩემი დამოკიდებულება გარკვეულწილად შეცვალა. მინდა, დანიას მადლობა გადავუხადო. ისინი შესანიშნავები იყვნენ. ჩვენ რუსეთზე, უკრაინაზეც ვისაუბრეთ. ძირითადად, ვიტყოდი, საუბრის უმეტესი ნაწილი რუსეთსა და უკრაინას ეხებოდა. ცოტა ვისაუბრეთ იმ სამუშაოზეც, რომელიც მელანიამ შეასრულა. მან მოკლევადიანი ცეცხლის შეწყვეტა უზრუნველყო, ვფიქრობ, 800-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანა. ადამიანები, რომლებიც, ალბათ, ახლა ცოცხლები აღარ იქნებოდნენ, ეს რომ არ გაეკეთებინა. მათ შორის იყვნენ ახალგაზრდებიც, თუმცა იყვნენ ძალიან ხანდაზმული ადამიანებიც. ეს ძალიან სამწუხარო ვითარება იყო“, – განაცხადა ტრამპმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: adjaratv.ge
  1. მთავარი
  2. აჭარის ტელევიზია
  3. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინს თუ სურვილი აქვს, „დიდი ოცეულის“ სამიტზე დასწრება შეუძლია

თემა: ტრამპი

ამ თემას 16 ქართული წყარო აშუქებს — სულ 111 სტატია.

  • იმედი·02:27
    POLITICO: დონალდ ტრამპმა ნატოს გენერალურ მდივანთან ერთობლივი განცხადების ტექსტი ცალმხრივად შეცვალა და ომის გაფართოებისგან თავის შეკავება უკრაინასაც მოსთხოვა
  • კვირა·23:58
    ტრამპი აცხადებს, რომ პუტინს ევროპაში სამხედრო აგრესიის შეჩერება სთხოვა
  • BM.GE·23:40
    მასკი ორბიტაზე 1 მილიონ სატელიტს განალაგებს - SpaceX-მა ტრამპის ადმინისტრაციის თანხმობა მიიღო
  • ფრონტნიუსი·23:01
    ტრამპი - ვისურვებდი, რომ პუტინმა ევროპის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია შეწყვიტოს
ტრამპი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

აჭარის ტელევიზია·10:27

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
აჭარის ტელევიზია·23:07

ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა
აჭარის ტელევიზია·21:33

დღის მთავარი სპორტული სიახლეები

დღის მთავარი სპორტული სიახლეები
აჭარის ტელევიზია·20:58

ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის მუზეუმში მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის „ტბელ აბუსერისძე“ პრემიერა გაიმართა

ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის მუზეუმში მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის „ტბელ აბუსერისძე“ პრემიერა გაიმართა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.