ტრამპი - ვისურვებდი, რომ პუტინმა ევროპის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია შეწყვიტოს
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩინეთში ვლადიმირ პუტინთან საუბრების დროს მას ევროპული ტერიტორიების წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის შეწყვეტისა და უკრაინასთან შეთანხმების დადებისკენ მოუწოდა.
ტრამპის თქმით, მან პუტინთან საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი მშვიდობიანი მოგვარების საკითხს დაუთმო და გამოთქვა რწმენა, რომ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული.
"მე დიდი დრო დავუთმე იმ ფაქტის განხილვას, რომ ვისურვებდი, პუტინმა შეწყვიტოს ყოველგვარი სამხედრო აგრესია მთელი ევროპის ტერიტორიების წინააღმდეგ, იმ იმედით, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმება დაიდება და რაც შეიძლება მალე. მე ნამდვილად მჯერა, რომ ეს სავსებით შესაძლებელია, ყოველთვიურად ათასობით ადამიანი იღუპება“, - წერს ტრამპი Truth Social-ში.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ წინა საღამოს თავის რეზიდენცია მარ-ა-ლაგოში ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა რიგი საკითხები განიხილეს, ტრამპმა ალიანსის ხელმძღვანელს ასევე, პუტინთან გამართული მოლაპარაკებების დეტალები გააცნო.
