ბათუმი დღეიდან სამი დღის განმავლობაში მეოთხე გასტრონომიულ ფორუმს „გასტრო ბათუმს“ მასპინძლობს
ბათუმი დღეიდან სამი დღის განმავლობაში მეოთხე გასტრონომიულ ფორუმს „გასტრო ბათუმს“ მასპინძლობს. პროექტში მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორნების შეფმზარეულები, გასტროკონსულტანტები, ჟურნალისტები და ინფლუენსერები ექვსი ქვეყნიდან მონაწილეობენ. ფორუმის ფარგლებში გაიმართება კულინარიული მასტერკლასები, პრეზენტაციები და დისკუსიები.
საერთაშორისო შეფები ადგილობრივ მზარეულებს გამოცდილებას გაუზიარებენ ხორცის დამუშავების ტექნოლოგიებისა და კულინარიული ინოვაციების მიმართულებით.
„გასტრო ბათუმი“ 29 ნოემბერს აჭარული კერძების საპრეზენტაციო ვახშმით დასრულდება.
ფორუმის მიზანი რეგიონში გასტრონომიული ტურიზმის განვითარება და აჭარული სამზარეულოს პოპულარიზაციაა.
