რატი იონათამიშვილი: 4 ოქტომბრის საქეზე დანაშაულს უკვე უშუალოდ მონაწილეები და ორგანიზატორებიც კი აღიარებენ, ინანიებენ და შეწყალების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ
4 ოქტომბრის საქეზე დანაშაულს უკვე უშუალოდ მონაწილეები და ორგანიზატორებიც კი აღიარებენ, ინანიებენ და მოწყალების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ, რომ შეიწყალოს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი შეწყალების ნებისმიერ ასეთ თხოვნას აკმაყოფილებს.
„სააკაშვილი ჩვენი ქვეყნის ბოლო დროინდელ ისტორიაში ყველაზე მასშტაბური დამნაშავეა და ეს ადამიანები მასზე რეზოლუციებში წერენ, რაც უკან ბუმერანგივით უბრუნდებათ ხოლმე. შემდეგ აღარ უნდა გაუკვირდეთ, რომ საკუთარ ქალაქებში კოქტეილის მოლოტოვებს, ძალადობას, არეულობას იღებენ. სამწუხაროდ, ეს ჯგუფები ან შეგნებულად გამოდიან ამ რეზოლუციით არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპის წინააღმდეგ, ან უბრალოდ სხვის ხელში არსებული ინსტრუმენტები არიან“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ევროპარლამენტში დღეს რეზოლუციის პროექტს უყრიან კენჭს – „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“. გუშინ კი ევროპარლამენტში, რეზოლუციის პროექტზე დებატები გაიმართა.
