ქედის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა – დამატებითი თანხები ინფრასტრუქტურასა და სოციალურ პროგრამებზე გადანაწილდება
ედაში საკრებულოს სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს, რომლის მიხედვითაც ასიგნებების საერთო მოცულობა 1 309 291 ლარით განისაზღვრა.
დამატებითი ფინანსური რესურსი ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოციალურ პროგრამებზე გადანაწილდა.
ყველაზე მსხვილი თანხები შიდა სასოფლო-საუბნო გზების რეაბილიტაციასა და დაბა ქედის ცენტრში მდებარე კინოს შენობის რეაბილიტაციას მოხმარდება.
ასევე, გაიზარდა სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთჯერადი დახმარების პროგრამის დაფინანსება. დამატებითი თანხები გამოიყო ბაგა-ბაღების გაერთიანების, კულტურის ცენტრის, მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ოჯახებისა და სტუდენტების მხარდასაჭერად.
