ორიგინალი
ზურაბ პატარაძე თურქეთის ელჩს შეხვდა - მხარეებმა ბათუმში საფეხბურთო მატჩის დროს განვითარებული მოვლენები განიხილეს
აჭარის ტელევიზია·14:17

ზურაბ პატარაძე თურქეთის ელჩს შეხვდა - მხარეებმა ბათუმში საფეხბურთო მატჩის დროს განვითარებული მოვლენები განიხილეს

27 ნოემბერი, 2026 · 14:17

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა ბათუმში, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მისი მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები დეტალურად განიხილეს.

"შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები. ელჩს განვუმარტე, რომ როგორც მატჩის დაწყებამდე, ისე მისი მიმდინარეობის დროს, საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშის“ ქომაგების არცთუ მცირე ნაწილი იქცეოდა პროვოკაციულად, მათ არაერთხელ და მიზანმიმართულად ესროლეს პოლიციის თანამშრომლებს ბოთლები, ქვები და ბლაგვი საგნები, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მათ დააზიანეს ქალაქის ინფრასტრუქტურა და გამოირჩეოდნენ უხამსი შეძახილებით პოლიციელთა მიმართ, რაც ბუნებრივია, შესაბამისი რეაგირების გარეშე ვერ დარჩებოდა.

ელჩს ასევე განვუმარტე, რომ მატჩის დაწყებამდე გულშემატკივრებს საზღვარზე აღმოაჩნდათ ისეთი შინაარსის პროვოკაციული ბანერები, რაც მგრძნობიარეა საქართველოს მოსახლეობისათვის და მათი მოედანზე თუ ქალაქში გაშლა გარდაუვალ პროვოკაციებს გამოიწვევდა. შესაბამისად, აღნიშნული ბანერების საჯაროდ დემონსტრირების დაუშვებლობა, პირველ რიგში, სწორედ თურქი გულშემატკივრების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებით იყო ნაკარნახევი.

ელჩს განვუმარტე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა თურქი გულშემატკივრების მიმართ, მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და ვითარების შემდგომი ესკალაციის პრევენციის მიზნით, პროპორციული ქმედებები განახორციელეს. აღნიშნული ქმედებები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან, რომლის დაცვა საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი პირისთვის სავალდებულოა. ელჩს ფაქტებზე დაყრდნობით განვუმარტე, რომ ქართულმა პოლიციამ ეფექტიანად და ღირსეულად განახორციელა საკუთარი უფლებამოსილება, რის შედეგადაც მდგომარეობის დარეგულირება და სახელმწიფოს მხრიდან პროცესის სრული კონტროლი გახდა შესაძლებელი.

ამ დროისათვის, ბათუმში ვითარება მშვიდია და მისი შემდგომი გამწვავების რისკი სრულად არის აღმოფხვრილი. ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი თავისუფალია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილია თურქი ქომაგების სამშობლოში შეუფერხებელი დაბრუნება",- წერს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.

სრული სტატია წყაროზეწყარო: adjaratv.ge
  1. მთავარი
  2. აჭარის ტელევიზია
  3. ზურაბ პატარაძე თურქეთის ელჩს შეხვდა - მხარეებმა ბათუმში საფეხბურთო მატჩის დროს განვითარებული მოვლენები განიხილეს

თემა: ბათუმში

ამ თემას 23 ქართული წყარო აშუქებს — სულ 165 სტატია.

  • იმედი·14:23
    ზურაბ პატარაძე: თურქეთის ელჩს ფაქტებზე დაყრდნობით განვუმარტე, რომ ქართულმა პოლიციამ ეფექტიანად და ღირსეულად შეასრულა საკუთარი უფლებამოსილება, რის შედეგადაც მდგომარეობის დარეგულირება და სახელმწიფოს მხრიდან პროცესის სრული კონტროლი გახდა შესაძლებელი. ამ დროისათვის ბათუმში ვითარება მშვიდია და მისი შემდგომი გამწვავების რისკი სრულად არის აღმოფხვრილი
  • GHN·14:14
    ბათუმის მოვლენებმა ჩემში ბრაზზე მეტად სიბრალული და მომავლის შიში გააჩინა, უკვე მერამდენედ, არ გიჩნდებათ დაუცველობის განცდა? ძალიან ცუდ დღეში ვართ და საუკეთესო გამოსავლის მზა რეცეპტიც რომ არ გვაქვს, ეს მაღონებს - გოჩა ჯავახიშვილი
  • რადიო თავისუფლება·14:03
    საფეხბურთო დაძაბულობა ბათუმში: თურქმა კოლეგამ პაატა სალიასაც დაურეკა
  • ტვ პირველი·13:56
    რაც წუხელ ბათუმში ვნახეთ, პოლიციელების მხრიდან ორმაგი სტანდარტის კლასიკური მაგალითია - უფლებადამცველი
ბათუმშიმხარესთურქეთის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

აჭარის ტელევიზია·12:48

ევროპელი ლიდერები 2027 წელს უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერაზე შეთანხმდნენ

ევროპელი ლიდერები 2027 წელს უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერაზე შეთანხმდნენ
აჭარის ტელევიზია·12:44

გადარჩენილი ფრინველები ველურ ბუნებაში დააბრუნეს

გადარჩენილი ფრინველები ველურ ბუნებაში დააბრუნეს
აჭარის ტელევიზია·12:43

გიგა ფარულავა: 4 ოქტომბერს ჩადენილ დანაშაულს შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს, საპატიმრო ვინც დატოვა, უნდა ესმოდეთ, რომ დღეს ციხეში რჩებიან რიგითი მოქალაქეები, რომლებიც კონკრეტულმა ლიდერებმა შეცდომაში შეიყვანეს

გიგა ფარულავა: 4 ოქტომბერს ჩადენილ დანაშაულს შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს, საპატიმრო ვინც დატოვა, უნდა ესმოდეთ, რომ დღეს ციხეში რჩებიან რიგითი მოქალაქეები, რომლებიც კონკრეტულმა ლიდერებმა შეცდომაში შეიყვანეს
აჭარის ტელევიზია·12:41

ბათუმი დღეიდან სამი დღის განმავლობაში მეოთხე გასტრონომიულ ფორუმს „გასტრო ბათუმს“ მასპინძლობს

ბათუმი დღეიდან სამი დღის განმავლობაში მეოთხე გასტრონომიულ ფორუმს „გასტრო ბათუმს“ მასპინძლობს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.