ორიგინალი
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა
აჭარის ტელევიზია·16:05

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა

27 ნოემბერი, 2026 · 16:05

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და იტალიას შორის არსებულ მჭიდრო კულტურულ კავშირებს, თანამშრომლობის მნიშვნელოვან გამოცდილებასა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებს.

საუბარი შეეხო ქართველი და იტალიელი ექსპერტების მრავალწლიან წარმატებულ თანამშრომლობას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, რესტავრაციის, კონსერვაციის, არქეოლოგიური მისიებისა და კვლევების სფეროში, რამაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პროფესიული გამოცდილების გაზიარებაში.

შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო ერთობლივი ინიციატივები და შემოქმედებითი კუთხით თანამშრომლობის საკითხები.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეროვნულ და იტალიის ბორგეზეს გალერეებში დაგეგმილ გამოფენებზე.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის კულტურული კავშირების გაღრმავების მიზნით ახალი ინიციატივების მხარდაჭერისთვის მზადყოფნა გამოხატეს.

კულტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ნათია შამათავა, სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ბაკურაძე, საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ელჩის მოადგილე ფაბიოლა ალბანეზე და საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების წარმომადგენელი ნინო კილოსანიძე ესწრებოდნენ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: adjaratv.ge
  1. მთავარი
  2. აჭარის ტელევიზია
  3. კულტურის მინისტრი მაია ბითაძე საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა

თემა: მინისტრი

ამ თემას 21 ქართული წყარო აშუქებს — სულ 175 სტატია.

  • ფორმულა·15:05
    თურქეთის საგარეო მინისტრი ბათუმში მომხდარის შემდეგ მაკა ბოჭორიშვილს ესაუბრა
  • რუსთავი 2·14:59
    სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
  • იმედი·14:44
    სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
  • ტვ პირველი·12:37
    ქართველ კოლეგას ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლებისა და ინციდენტებში მონაწილე პირების მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყებისკენ მოვუწოდე - თურქეთის იუსტიციის მინისტრი
მინისტრი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

აჭარის ტელევიზია·16:14

ბათუმში განვითარებული მოვლენების გამო შინაგან საქმეთა მინისტრი პოლიციელებს მადლობას უხდის

ბათუმში განვითარებული მოვლენების გამო შინაგან საქმეთა მინისტრი პოლიციელებს მადლობას უხდის
აჭარის ტელევიზია·15:41

ბათუმის იახტკლუბის თასი 2026 აფროსნობაში დაიწყო

ბათუმის იახტკლუბის თასი 2026 აფროსნობაში დაიწყო
აჭარის ტელევიზია·15:29

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ფორუმის დახურვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ფორუმის დახურვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
აჭარის ტელევიზია·15:16

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა გაიმართა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა გაიმართა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.