ორიგინალი
ქართველ კოლეგას ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლებისა და ინციდენტებში მონაწილე პირების მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყებისკენ მოვუწოდე - თურქეთის იუსტიციის მინისტრი
ტვ პირველი·12:37

ქართველ კოლეგას ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლებისა და ინციდენტებში მონაწილე პირების მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყებისკენ მოვუწოდე - თურქეთის იუსტიციის მინისტრი

27 ნოემბერი, 2026 · 12:37

თურქეთის იუსტიციის მინისტრი, აკინ გიურლექი ქართველ კოლეგას, პაატა სალიას დაუკავშირდა და ბათუმში დაკავებული თურქეთის მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.

ამის შესახებ თურქი მინისტრი სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ოფიციალური ანკარა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დაიცავს საკუთარი მოქალაქეების უფლებებს.

„ბათუმში მომხდართან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის მინისტრს ვესაუბრე. მოვუწოდე ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვისა და ყველა დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ, ასევე ინციდენტებში მონაწილე პირთა მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყებისკენ. იმედი მაქვს, მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად შესაბამისი ზომები იქნება მიღებული. მსოფლიოს რომელ ნაწილშიც არ უნდა იყოს, ჩვენ მტკიცედ გავაგრძელებთ ყველა საჭირო ნაბიჯის გადადგმას ჩვენი მოქალაქეების დასაცავად“, – აღნიშნავს აკინ გიურლექი.

რა მოხდა ბათუმში:

თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩი, რომელიც 26 ნოემბერს ბათუმში გაიმართა, თავდაპირველად სტამბოლში უნდა ჩატარებულიყო. თუმცა თურქეთის ხელისუფლებამ უსაფრთხოების რისკების გამო უეფას აცნობა, რომ შეხვედრის მასპინძლობა არ შეეძლო. უეფამ მატჩის ნეიტრალურ მოედანზე, ბათუმში გამართვის გადაწყვეტილება მიიღო.

ბათუმში მატჩის დაწყებამდე ვითარება დაიძაბა და დაძაბულობა მატჩის მიმდინარეობისას გაგრძელდა. თამაში გარკვეული პერიოდით შეწყდა კიდეც. პოლიციასა და „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა, მათ შორის მას შემდეგ, რაც ტრიბუნაზე გულშემატკივრებმა პალესტინის დროშა გაშალეს. შსს-ს ცნობით, ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის გარშემო განვითარებული მოვლენების შედეგად პოლიციის სამი თანამშრომელი დაშავდა, ხოლო 16 ადამიანი დააკავეს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: tvpirveli.ge
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. ქართველ კოლეგას ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლებისა და ინციდენტებში მონაწილე პირების მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყებისკენ მოვუწოდე - თურქეთის იუსტიციის მინისტრი

თემა: მინისტრი

ამ თემას 20 ქართული წყარო აშუქებს — სულ 171 სტატია.

  • ფორმულა·05:53
    თურქეთის საგარეო მინისტრი ბათუმში მომხდარის შემდეგ მაკა ბოჭორიშვილს ესაუბრა
  • GHN·00:55
    ბათუმში არსებულ ვითარებაზე საქართველოსა და თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
  • იმედი·00:51
    უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: არ გვაქვს არანაირი განზრახვა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი ლიბიამდე ან სხვა რომელიმე ქვეყნამდე გავავრცელოთ
  • კვირის პალიტრა·00:49
    თურქეთის სპორტის მინისტრი ქართულ მხარეს აკრიტიკებს „ბეშიქთაშის” გულშემატკივრების წინააღმდეგ უსაფრთხოების ძალების მიერ მიღებული ზომების გამო
მინისტრი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ტვ პირველი·13:13

სკანდალური მატჩი ბათუმში - თურქული მედია აქვეყნებს ფოტოს, სადაც კაცი წაქცეულ პოლიციელს სახეში მუშტს ურტყამს

სკანდალური მატჩი ბათუმში - თურქული მედია აქვეყნებს ფოტოს, სადაც კაცი წაქცეულ პოლიციელს სახეში მუშტს ურტყამს
ტვ პირველი·13:11

ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი არ პასუხობს კითხვას, რატომ დათანხმდნენ „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის ბათუმში ჩატარებას

ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი არ პასუხობს კითხვას, რატომ დათანხმდნენ „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის ბათუმში ჩატარებას
ტვ პირველი·12:48

სამართალდამცავმა კანონის შესაბამისად იმოქმედეს - კალაძე ბათუმის სტადიონზე მომხდარ დაპირისპირებაზე

სამართალდამცავმა კანონის შესაბამისად იმოქმედეს - კალაძე ბათუმის სტადიონზე მომხდარ დაპირისპირებაზე
ტვ პირველი·12:24

საქართველოში უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე დააკავეს

საქართველოში უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე დააკავეს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.