ორიგინალი
ირაკლი კობახიძე: ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, ასევე ვხსნით სამბოს ახალ დარბაზს, თანამედროვე გარემოში სპორტის განვითარებაში ჩართული ადამიანები ახალ გეგმებზე იმუშავებენ
აჭარის ტელევიზია·20:38

ირაკლი კობახიძე: ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, ასევე ვხსნით სამბოს ახალ დარბაზს, თანამედროვე გარემოში სპორტის განვითარებაში ჩართული ადამიანები ახალ გეგმებზე იმუშავებენ

27 ნოემბერი, 2026 · 20:38

დღევანდელი დღე არის იმის მაგალითი, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.

„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ. სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება. ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: adjaratv.ge
  1. მთავარი
  2. აჭარის ტელევიზია
  3. ირაკლი კობახიძე: ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, ასევე ვხსნით სამბოს ახალ დარბაზს, თანამედროვე გარემოში სპორტის განვითარებაში ჩართული ადამიანები ახალ გეგმებზე იმუშავებენ

თემა: კობახიძე

ამ თემას 21 ქართული წყარო აშუქებს — სულ 171 სტატია.

  • ფორმულა·00:59
    კობახიძე: გულდასაწყვეტია, რომ გულშემატკივარმა ასეთ შეთავაზებას არასწორი ქმედებით უპასუხა
  • რუსთავი 2·00:27
    ირაკლი კობახიძე: USAID-ი პირდაპირ იყო ჩართული საქართველოში რევოლუციური პროცესების წახალისებაში, ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაზე თავდასხმაში, ამას კიდევ ერთხელ მოეფინა ნათელი იმ დოკუმენტებით, რომლებიც გამოქვეყნდა
  • კომერსანტი·00:00
    მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალიან მასშტაბური ინვესტიციები ხორციელდება სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
  • პოსტივი·22:37
    ირაკლი კობახიძე: „USAID-ი პირდაპირ იყო ჩართული საქართველოში რევოლუციური პროცესების წახალისებაში, ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაზე თავდასხმაში, ამას კიდევ ერთხელ მოეფინა ნათელი იმ დოკუმენტებით, რომლებიც გამოქვეყნდა“
კობახიძემშენებლობა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

აჭარის ტელევიზია·21:54

მსოფლიო ჩემპიონატზე, სამბოში ვეტერანთა შორის საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა და სხვადასხვა სინჯის 19 მედალი მოიპოვა

მსოფლიო ჩემპიონატზე, სამბოში ვეტერანთა შორის საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა და სხვადასხვა სინჯის 19 მედალი მოიპოვა
აჭარის ტელევიზია·21:45

ბათუმი ჭადრაკში კადეტთა შორის ფიდეს მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს

ბათუმი ჭადრაკში კადეტთა შორის ფიდეს მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს
აჭარის ტელევიზია·21:40

ბათუმში დოკუმენტური ფილმის "ნანი 90"-ის პრემიერა გაიმართა

ბათუმში დოკუმენტური ფილმის "ნანი 90"-ის პრემიერა გაიმართა
აჭარის ტელევიზია·21:34

უკრაინა და რუსეთი ერთმანეთის მიმართულებით ყოველდღიურად ათობით დრონსა და რაკეტას უშვებენ

უკრაინა და რუსეთი ერთმანეთის მიმართულებით ყოველდღიურად ათობით დრონსა და რაკეტას უშვებენ
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.