მსოფლიო ჩემპიონატზე, სამბოში ვეტერანთა შორის საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა და სხვადასხვა სინჯის 19 მედალი მოიპოვა
კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, სამბოში ვეტერანთა შორის საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა, რომელმაც სხვადასხვა სინჯის 19 მედალი მოიპოვა. მათ შორის 8 ოქროს, 6 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალია.
მედალოსანთა შორის იყო ბათუმელი მერაბ დოლიძე, რომელმაც ვერცხლის მედალი და ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
მერაბ დოლიძე ბათუმის სპორტული ცენტრში ქართულ ჭიდაობაში ვარჯიშობს პაატა ურიადმყოფელთან, ამასთანავე, სპორტის სასახლეში ვახტანგ ზოიძესთან სამბოს და ძიუდოსაც ეუფლება.
