ნეიტრალურ მოედანზე გადმოტანილი საფეხბურთო მატჩი ბათუმში მასშტაბურ არეულობაში გადაიზარდა
ნეიტრალურ მოედანზე გადმოტანილი საფეხბურთო მატჩი ბათუმში მასშტაბურ არეულობაში გადაიზარდა.
„ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ შეხვედრისას, ქუჩაში დაწყებული დაპირისპირება ტრიბუნებზე გაგრძელდა, რის გამოც თამაში ნახევარი საათით შეჩერდა.
პოლიციასთან შეტაკებებს 16 პირის დაკავება და 4 სპეცრაზმელის დაშავება მოჰყვა. ამ დროისთვის ქალაქში სიმშვიდეა და დაკავებულებიც გათავისუფლებულები არიან.
გუშინ მომხდარ ფაქტს საქართველოსა და თურქეთში გამოხმაურებები მოჰყვა.
