ორიგინალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვთა ქორწინების პრევენციის მიზნით საინფორმაციო კამპანია დაიწყო
აჭარის ტელევიზია·10:49

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვთა ქორწინების პრევენციის მიზნით საინფორმაციო კამპანია დაიწყო

28 ნოემბერი, 2026 · 10:49

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, საინფორმაციო კამპანიის – „ბავშვთა ქორწინების პრევენცია – საერთო პასუხისმგებლობაა“ გახსნის ღონისძიება გამართა.

უწყების ინფორმაციით, კამპანიის მიზანია ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებული რისკებისა და სამართლებრივი შედეგების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ბავშვთა უფლებების დაცვის ხელშეწყობა და ამ მიმართულებით უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერება.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის უფროსმა ნიკო თათულაშვილმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა. მათ ბავშვთა ქორწინების პრევენციის მნიშვნელობაზე, სახელმწიფო უწყებებისა და საზოგადოების საერთო პასუხისმგებლობასა და კოორდინირებული მუშაობის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები სკოლებში საინფორმაციო შეხვედრებს გამართავენ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი სკოლების მასწავლებლები და მოსწავლეები.

სრული სტატია წყაროზეწყარო: adjaratv.ge
  1. მთავარი
  2. აჭარის ტელევიზია
  3. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვთა ქორწინების პრევენციის მიზნით საინფორმაციო კამპანია დაიწყო

თემა: ბავშვი

ამ თემას 19 ქართული წყარო აშუქებს — სულ 47 სტატია.

  • GHN·19:20
    დღეს უკრაინაში დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან და რუსეთიდან ცხრა ბავშვი დაბრუნდა - ვოლოდიმირ ზელენსკი
  • რუსთავი 2·16:47
    აუცილებელია ბავშვებს მივცეთ უსაფრთხო გარემო - შსს-მ ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგ კამპანია კახეთიდან დაიწყო
  • პრაიმტაიმი·15:19
    აუცილებელია ბავშვებს მივცეთ უსაფრთხო გარემო - შსს-მ ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგ კამპანია კახეთიდან დაიწყო
  • პალიტრა ნიუსი·10:37
    "სანამ 300 მეტრი გავიარეთ 300 ბავშვთან მაინც გადავიღეთ სურათი..." - მომღერალი ნუგზარ კვაშალი პირადი ისტორიებით გადაცემა "ლანჩ-თაიმში"
ბავშვი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

აჭარის ტელევიზია·13:08

FIDE-ს მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნითი ტური ჭადრაკში დღეს გაიმართება

FIDE-ს მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნითი ტური ჭადრაკში დღეს გაიმართება
აჭარის ტელევიზია·13:07

ბოლივიაში ათასობით მუშამ, მასწავლებელმა და მაღაროელმა საპროტესტო მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა

ბოლივიაში ათასობით მუშამ, მასწავლებელმა და მაღაროელმა საპროტესტო მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა
აჭარის ტელევიზია·13:02

კანარის კუნძულებთან ნავის ჩაძირვის შედეგად 14 მიგრანტი დაიღუპა

კანარის კუნძულებთან ნავის ჩაძირვის შედეგად 14 მიგრანტი დაიღუპა
აჭარის ტელევიზია·13:01

პაკისტანის, თურქეთისა და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ისლამაბადში ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმებას განიხილავენ

პაკისტანის, თურქეთისა და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ისლამაბადში ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმებას განიხილავენ
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.