ორიგინალი
სპეციალური ოპერაციების სარდლობა 27 წლისაა - საზეიმო ღონისძიება მუხროვანში ჩატარდა
აჭარის ტელევიზია·12:39

სპეციალური ოპერაციების სარდლობა 27 წლისაა - საზეიმო ღონისძიება მუხროვანში ჩატარდა

28 ნოემბერი, 2026 · 12:39

სპეციალური ოპერაციების სარდლობა 27 წლისაა. საზეიმო ღონისძიება მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის ბაზაზე ჩატარდა.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა პირად შემადგენლობას სარდლობის იუბილე მიულოცეს.

სამხედროებს სიტყვით მიმართეს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემ, სპეციალური ოპერაციების სარდლობის სარდალმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა და თავდაცვის ძალების მთავარმა კაპელანმა, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრმა სპეციალური ოპერაციების სარდლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სამხედროებს სამშობლოს ერთგული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

„სპეციალური ოპერაციების ძალები არის განსაკუთრებული პასუხისმგებლობის, უმაღლესი პროფესიონალიზმის, გამძლეობისა და სამშობლოსადმი შეუვალი ერთგულების სიმბოლო. ეს არის ძალა, რომელსაც შესწევს უნარი, სწრაფად და ეფექტიანად იმოქმედოს რთულ და არაპროგნოზირებად გარემოში და დაიცვას ქვეყნის ეროვნული ინტერესები“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისი თქმით, სამხედროების სოციალური პირობების გაუმჯობესება მთავრობის მუდმივი საზრუნავია და ამ მიზნით არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა.

სარდლობის იუბილესთან დაკავშირებით, პირადი შემადგენლობა დაჯილდოვდა ფასიანი საჩუქრებით, საშტატო იარაღითა და უწყებრივი მედლებით - „გიორგი ანწუხელიძე“, „გენერალი მაზნიაშვილი“ და „გენერალი კვინიტაძე“.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები, თავდაცვის მინისტრის მოადგილეები და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, მოწვეულმა სტუმრებმა სპეციალური ოპერაციების სარდლობის ახალი შტაბის შენობა დაათვალიერეს, ასევე შესრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: adjaratv.ge
  1. მთავარი
  2. აჭარის ტელევიზია
  3. სპეციალური ოპერაციების სარდლობა 27 წლისაა - საზეიმო ღონისძიება მუხროვანში ჩატარდა

თემა: ღონისძიება

ამ თემას 20 ქართული წყარო აშუქებს — სულ 61 სტატია.

  • რუსთავი 2·09:00
    ლაგოდეხში პროექტის, "გმირის დღის" ფარგლებში ღონისძიება გაიმართა
  • იმედი·23:08
    ლაგოდეხში პროექტის, „გმირის დღის“ ფარგლებში ღონისძიება გაიმართა
  • პალიტრა ნიუსი·21:10
    ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1 700 წელი — საიუბილეო ღონისძიება N169 საჯარო სკოლაში
  • BPN·19:32
    Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნის ღონისძიება | მთაწმინდის პანორამული ბორბლის აქტივობა გლობალურ მედია ეპი...
ღონისძიება

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

აჭარის ტელევიზია·13:08

FIDE-ს მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნითი ტური ჭადრაკში დღეს გაიმართება

FIDE-ს მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნითი ტური ჭადრაკში დღეს გაიმართება
აჭარის ტელევიზია·13:07

ბოლივიაში ათასობით მუშამ, მასწავლებელმა და მაღაროელმა საპროტესტო მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა

ბოლივიაში ათასობით მუშამ, მასწავლებელმა და მაღაროელმა საპროტესტო მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა
აჭარის ტელევიზია·13:02

კანარის კუნძულებთან ნავის ჩაძირვის შედეგად 14 მიგრანტი დაიღუპა

კანარის კუნძულებთან ნავის ჩაძირვის შედეგად 14 მიგრანტი დაიღუპა
აჭარის ტელევიზია·13:01

პაკისტანის, თურქეთისა და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ისლამაბადში ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმებას განიხილავენ

პაკისტანის, თურქეთისა და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ისლამაბადში ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმებას განიხილავენ
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.