ორიგინალი
პრემიერი: 4-ჯერ არის გაზრდილი საქართველოს ეკონომიკა, გაზრდილია ტურიზმი, მრეწველობა, ყველა სფეროში გვაქვს ფუნდამენტური ზრდა, 28 მილიარდიდან 100 მილიარდს გადასცდა ეკონომიკა
აჭარის ტელევიზია·21:58

პრემიერი: 4-ჯერ არის გაზრდილი საქართველოს ეკონომიკა, გაზრდილია ტურიზმი, მრეწველობა, ყველა სფეროში გვაქვს ფუნდამენტური ზრდა, 28 მილიარდიდან 100 მილიარდს გადასცდა ეკონომიკა

28 ნოემბერი, 2026 · 21:58

არის სფეროები, სადაც არ გვაქვს პროგრესი და, რა თქმა უნდა, იქაც ვსაუბრობთ ჩვენ მძიმე მემკვიდრეობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ოკუპაციაზე.

„პირველ რიგში, რაც შეეხება მძიმე მემკვიდრეობას. არის სფეროები, სადაც არ გვაქვს პროგრესი და, რა თქმა უნდა, იქაც ვსაუბრობთ ჩვენ მძიმე მემკვიდრეობაზე, მაგალითად, ოკუპაცია. ეს არის ისეთი საკითხი, რაც დაგვიტოვეს მძიმე მემკვიდრეობად. 2008 წელს დაიწყეს ომი, ამის შემდეგ განხორციელდა 20%-ის ოკუპაცია“, – აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ უპასუხა შეკითხვას, დაიწყო თუ არა ომი საქართველომ.

„სააკაშვილმა დაიწყო და მერე ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციაში. ეს ცნობილი საკითხია და იცით ჩვენი პოზიცია. სააკაშვილმა თვითონ ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც ჩაიწერა, რომ ეს კონფლიქტი ფართომასშტაბიან სამხედრო მოქმედებებში გაიზარდა, ანუ ომში გადაიზარდა ესკალაცია სწორედ ცხინვალის დაბომბვით. ამას მოაწერეს ხელი თვითონ.

ოკუპაცია არის მძიმე საკითხი, რაზეც, რა თქმა უნდა, პროგრესი არ გვაქვს, თუმცა ამაზე თავისი ობიექტური მიზეზები გვაქვს და აქ აბსოლუტურად სწორია იმის აღნიშვნა, რომ მემკვიდრეობაა, რაც დაგვიტოვა წინა ხელისუფლებამ.

რაც შეეხება გარეჯის საკითხს, აქაც გასაყიდად გაამზადეს გარეჯი და მაგიტომ გამოვიდა სააკაშვილი და მაგიტომ აცხადებდა, რომ სიმაღლე უნდა გადაგვეცა. როდესაც ასეთი მემკვიდრეობა დაგხვდება, როდესაც წინა ხელისუფლებას გასაყიდად ჰქონდა გამზადებული გარეჯი, აქაც ძალიან რთულია პროგრესის მიღწევა, თუმცა ამის მიუხედავად ჩვენ გვაქვს საუბრები ჩვენს მეგობრებთან და იმედი გვაქვს, რომ მოვახერხებთ შედეგის მიღწევას. ეს არის დამოკიდებული, რა თქმა უნდა, მოლაპარაკებებზე.

არის საკითხები, სადაც ასევე დაგვხვდა მძიმე მემკვიდრეობა, მაგრამ სადაც ჩვენ გვქონდა ბერკეტები ფუნდამენტური პროგრესის მისაღწევად, მაგალითად, ეს არის ეკონომიკა. ეკონომიკა დაგვიტოვეს, ასევე აქაც მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდა. 28 მილიარდ ლარზე ნაკლები და 100 მილიარდს არის გადაცდენილი საქართველოს ეკონომიკა“, – აღნიშნა პრემიერმა.

კობახიძემ ასევე უპასუხა შეკითხვას, რის ხარჯზე არის გაზრდილი ეკონომიკა.

„ყველა სფეროში გვაქვს ზრდა. ყველა სფეროში გვაქვს მეტ-ნაკლებად პროპორციული ზრდა. ოთხჯერ არის გაზრდილი საქართველოს ეკონომიკა. ყველა მიმართულებით, გაზრდილია ტურიზმიც, გაზრდილია სოფლის მეურნეობაც, გაზრდილია მრეწველობაც, საინფორმაციო ტექნოლოგიები, განათლების სფერო, ყველა სფეროში გვაქვს ზრდა, აბსოლუტურად ყველა სფეროში გვაქვს მეტ-ნაკლებად პროპორციული ზრდა, ანუ ჯამში ოთხჯერ გაიზარდა. ზოგი სფერო გაზრდილია 7-ჯერ, ზოგი 3-ჯერ, ზოგი 4-ჯერ, ზოგი 5-ჯერ და ა.შ. ყველა სფეროში გვაქვს ფუნდამენტური ზრდა, 28 მილიარდიდან გაიზარდა. არის სფეროები, სადაც მიუხედავად იმისა, რომ მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდა, ჩვენ ხელში იყო პროგრესის მიღწევა და ამ პროგრესს მივაღწიეთ. ეკონომიკა არის ერთ-ერთი, ბიუჯეტიც არის – ნაერთი ბიუჯეტი არის 4.5-ჯერ გაზრდილი, სახელმწიფო ბიუჯეტი არის 4-ჯერ გაზრდილი და ა.შ.“, – აღნიშნა პრემიერმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: adjaratv.ge
  1. მთავარი
  2. აჭარის ტელევიზია
  3. პრემიერი: 4-ჯერ არის გაზრდილი საქართველოს ეკონომიკა, გაზრდილია ტურიზმი, მრეწველობა, ყველა სფეროში გვაქვს ფუნდამენტური ზრდა, 28 მილიარდიდან 100 მილიარდს გადასცდა ეკონომიკა

თემა: გვაქვს

ამ თემას 21 ქართული წყარო აშუქებს — სულ 75 სტატია.

  • კომერსანტი·22:50
    4-ჯერ არის გაზრდილი საქართველოს ეკონომიკა, გაზრდილია ტურიზმი, მრეწველობა, ყველა სფეროში გვაქვს ფუნდამენტური ზრდა, 28 მილიარდიდან 100 მილიარდს გადასცდა ეკონომიკა - ირაკლი კობახიძე
  • რუსთავი 2·22:28
    ირაკლი კობახიძე: შობადობასთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან მძიმე ტენდენციები, მიგრაციასთან დაკავშირებითაც ასევე გვქონდა წლების განმავლობაში უარყოფითი მაჩვენებელი, შარშან და შარშანწინ პირველად დაფიქსირდა დადებითი მაჩვენებელი
  • იმედი·22:22
    პრემიერ-მინისტრი: შობადობასთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან მძიმე ტენდენციები, მიგრაციასთან დაკავშირებითაც ასევე გვქონდა წლების განმავლობაში უარყოფითი მაჩვენებელი, შარშან და შარშანწინ პირველად დაფიქსირდა დადებითი მაჩვენებელი, დადებითი მიგრაციული სალდო, ანუ იმაზე მეტი დაბრუნდა ქვეყანაში, ვიდრე ქვეყნიდან გავიდა
  • აიპრესი·22:11
    ირაკლი კობახიძე: 4-ჯერ არის გაზრდილი საქართველოს ეკონომიკა, გაზრდილია ტურიზმი, მრეწველობა, ყველა სფეროში გვაქვს ფუნდამენტური ზრდა, 28 მილიარდიდან 100 მილიარდს გადასცდა ეკონომიკა
გვაქვს

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

აჭარის ტელევიზია·22:30

პრემიერი: აზერბაიჯანს ჰყავს ღირსეული ლიდერი, ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრული, მეზობლური ურთიერთობები, გარკვეული საკითხებია, რაზეც არ გვაქვს საერთო პოზიცია, ერთ-ერთი საკვანძოა დავით გარეჯის საკითხი

პრემიერი: აზერბაიჯანს ჰყავს ღირსეული ლიდერი, ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრული, მეზობლური ურთიერთობები, გარკვეული საკითხებია, რაზეც არ გვაქვს საერთო პოზიცია, ერთ-ერთი საკვანძოა დავით გარეჯის საკითხი
აჭარის ტელევიზია·22:01

ირაკლი კობახიძე: ბათუმში თითოეული პოლიციელი მოქმედებდა ღირსეულად, ამან უზრუნველყო ესკალაციის თავიდან არიდება და საზოგადოებრივი წესრიგი დაცული იყო უმაღლეს დონეზე

ირაკლი კობახიძე: ბათუმში თითოეული პოლიციელი მოქმედებდა ღირსეულად, ამან უზრუნველყო ესკალაციის თავიდან არიდება და საზოგადოებრივი წესრიგი დაცული იყო უმაღლეს დონეზე
აჭარის ტელევიზია·21:55

ირაკლი კობახიძე: არავისთან არც შეგვიწყვეტია და არც გვინდა, შევწყვიტოთ მოლაპარაკებები, არც ევროკავშირთან, არც აშშ-სთან

ირაკლი კობახიძე: არავისთან არც შეგვიწყვეტია და არც გვინდა, შევწყვიტოთ მოლაპარაკებები, არც ევროკავშირთან, არც აშშ-სთან
აჭარის ტელევიზია·21:36

ბათუმის სპორტის სასახლეში სტარტი აიღო იუნესკოს მიერ ქართული ჭიდაობის მსოფლიო აღიარების დღისადმი მიძღვნილმა მესამე საერთაშორისო ტურნირმა

ბათუმის სპორტის სასახლეში სტარტი აიღო იუნესკოს მიერ ქართული ჭიდაობის მსოფლიო აღიარების დღისადმი მიძღვნილმა მესამე საერთაშორისო ტურნირმა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.