ბათუმის სპორტის სასახლეში სტარტი აიღო იუნესკოს მიერ ქართული ჭიდაობის მსოფლიო აღიარების დღისადმი მიძღვნილმა მესამე საერთაშორისო ტურნირმა
ბათუმის სპორტის სასახლეში, დღეს, სტარტი აიღო იუნესკოს მიერ ქართული ჭიდაობის მსოფლიო აღიარების დღისადმი მიძღვნილმა მესამე საერთაშორისო ტურნირმა ქართულ ჭიდაობაში.
შეჯიბრებაში მონაწილეობენ, როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები, ასევე, ფალავნები აზერბაიჯანის, თურქეთის, სომხეთისა და ირანიდან.
ორგანიზატორთა განცხადებით, ტურნირის მიზანია ქართული ჭიდაობის, როგორც უნიკალური ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია, საერთაშორისო სპორტული ურთიერთობების გაღრმავება და ქართული საჭიდაო ტრადიციების მსოფლიო ასპარეზზე ღირსეულად წარმოჩენა.
გამარჯვებულები და პრიზიორები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით, დიპლომებით, ფულადი პრიზებითა და ფასიანი საჩუქრებით.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 29 ნოემბერს იუნესკომ ქართული ჭიდაობა კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა.
