“ამ საინფორმაციო საგიჟეთის წინააღმდეგ უმკაცრესი ზომებია მისაღები” – სოსო მანჯავიძე
საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, სოსო მანჯავიძე;
ერთის მხრივ, კარგი რამ მოხდა ბათუმში-თუ ჯერ კიდევ შერჩენილი გვაქვს კოლექტიური გონება, ილუზიებიდან უნდა გამოვიდეთ და დასკვნები გამოვიტანოთ. თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ რეაქციების ძალიან დიდი ნაწილი იმდენად ავადმყოფურია, რომ ოპტიმიზმის საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს. ერთი რამ უნდა ვთქვთ-არსებული სამართლებრივი სისტემა არაა ადექვატური საზოგადოების დაავადებული ნაწილის ქცევის სამართავად. მესმის, რომ ურთულესი სიტუაციაა და ხელისუფლება ერიდება მკვეთრ მოძრაობებს, რომლებიც შეიძლება კატასტროფული შედეგების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს. მაგრამ ამ საინფორმაციო საგიჟეთის წინააღმდეგ უმკაცრესი ზომებია მისაღები. შეშალეს ხალხი. თანაც შეშლილობა გადამდებია და ხშირად უკურნებელი,
