ორიგინალი
“როცა საქმე რუსეთს ეხებოდა, ხელებს რომ იტყავებდნენ წერით, სპორტი და პოლიტიკა გავმიჯნოთო, ხომ ხედავთ რომ არ იმიჯნება?!” – გიორგი კობერიძე
ალია·23:40

“როცა საქმე რუსეთს ეხებოდა, ხელებს რომ იტყავებდნენ წერით, სპორტი და პოლიტიკა გავმიჯნოთო, ხომ ხედავთ რომ არ იმიჯნება?!” – გიორგი კობერიძე

27 ნოემბერი, 2026 · 23:40

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:

უცხო ქვეყნის მატჩები, რომელიც პოლიტიკურად პრობლემურია საქართველოში არ უნდა ტარდებოდეს. ჩვენ ჩვენი პრობლემები გვაქვს, არასაჭირო პრობლემები რომ არ დავიმატოთ. რა გამოვიდა?! თურქეთმა აირიდა ამ მატჩის მასპინძლობა და ჩვენ ჩვენს თავზე მივიღეთ დარტყმა – რატომ?! რაც შეეხება ბეშიქთაშს: მისი გულშემატკივრების მთავარი ბირთვი (თუმცა არა ყველა) რადიკალი მემარცხენეა, თუმცა რაც ისლამისტებთან ერთად აქვთ საზიარო, ისრაელისადმი მტრული დამოკიდებულებაა. გუშინ რამდენიმე სხვა პრობლემა გამოიკვეთა: ბედნიერების პარტიის ისლამისტმა ლიდერმა მაჰმუდ არიქანმა ამ მოვლენების შემდეგ დაწერა: “გაუმარჯოს აფხაზეთს”, რაც თავად უკიდურესად პროვოკაციული აქტია და ადეკვატურ პასუხს მოითხოვს. არიქანის პარტია 2%-ანი პარტიაა, მაგრამ ამ პროცესების ეგრევე ყველაზე მტკივნეულ პოლიტიკურ სიბრტყეზე გადატანა, ძალიან მავნებლური გადაწყვეტილებაა, მით უფრო რომ ემოციების ფონზე ზოგი თურქი აიყოლიეს ამ ფაქტზე და ისეთ კომენტარებსაც კი წერენ, რომ რუსეთთან ერთად გავიყოთ საქართველოო – ოღონდ შემდეგ წერისას ფორუმებზე რუსებმა და თურქებმა ერთმანეთს დაუწყეს ჩხუბი არა მე უნდა ვიყო ლიდერი, არა მეო. არც ბათუმთან დაკავშირებული ბანერი არის ნორმალური. როგორ ქვენააზრსაც არ უნდა შეიცვადეს ის, ლოგიკას მოკლებულია ასეთი ბანერის გაშლა. როცა მეზობელ სახელმწიფოში ჩადიხარ, რთული პოლიტიკური ისტორიითა და კულტურული კონტექსტით, უნდა გაითვალისწინო ყველაფერი, გინდა გულშემატკივარი იყო და გინდა პოლიტიკოსი. ეგ არის კეთილმეზობლობა, სხვა კი არაფერი. პალესტინისადმი ჰუმანიტარული სოლიდარული თურქული საზოგადოების ნაწილი რუსეთთან ერთად საქართველოს განადგურებაზე მუქარებს რომ წერს, ეგ სადაური ჰუმანიტარულობაა?! ჩვენი რეგიონის გათვალისწინებით, აქ მარტო დარჩენა, მოკავშირეებისაგან დაშორება, საკუთარი მოსახლეობის დაშინება და დაყოფა, რასაც იწვევს კი ჩანს. ამ რეგიონში სისუსტეს არ პატიობენ ხოლმე. ალბათ, რამდენიმე კვირაში სიტუაცია ჩაწყნარდება, მაგრამ ფაქტი მაინც ფაქტად რჩება: თავის დროზე, როცა საქმე რუსეთს ეხებოდა, ხელებს რომ იტყავებდნენ წერით, სპორტი და პოლიტიკა გავმიჯნოთო, ხომ ხედავთ რომ არ იმიჯნება?!

სრული სტატია წყაროზეწყარო: alia.ge
  1. მთავარი
  2. ალია
  3. “როცა საქმე რუსეთს ეხებოდა, ხელებს რომ იტყავებდნენ წერით, სპორტი და პოლიტიკა გავმიჯნოთო, ხომ ხედავთ რომ არ იმიჯნება?!” – გიორგი კობერიძე

თემა: პოლიტიკის

ამ თემას 20 ქართული წყარო აშუქებს — სულ 64 სტატია.

  • რადიო თავისუფლება·00:12
    როცა ფეხბურთი პოლიტიკას ვერ ემიჯნება - რა აჩვენა ბათუმში პოლიციისა და თურქი ქომაგების დაპირისპირებამ
  • ინტერპრესნიუსი·21:55
    გია ხუხაშვილი - გერმანული გუნდის თამაშზე იგივე რომ მომხდარიყო, თქვენი აზრით, რა განცხადებას გააკეთებდა პაპუაშვილი? გერმანიის კანცლერს მიწასთან გაასწორებდნენ, თურქეთს კი წაუყრუეს, ასევე იქცევიან რუსეთთანაც - ეს არის „ოცნების“ მხდალი და უღირსი პოლიტიკა
  • რუსთავი 2·20:19
    პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ბოლნისში გასვლითი სხდომა გამართა
  • ფრონტნიუსი·19:36
    ნიკოლოზ სამხარაძე დანიის საგარეო პოლიტიკის სახელმწიფო მდივანს შეხვდა
პოლიტიკის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ალია·00:51

“ამ საინფორმაციო საგიჟეთის წინააღმდეგ უმკაცრესი ზომებია მისაღები” – სოსო მანჯავიძე

“ამ საინფორმაციო საგიჟეთის წინააღმდეგ უმკაცრესი ზომებია მისაღები” – სოსო მანჯავიძე
ალია·23:24

“მიხედეთ ამ “ ქაშერულ” პროექტებსა და პროვოკაციებს… ან ჩვენ მივხედავთ!!! ბასტა!!!” – ხათუნა ხოფერია

“მიხედეთ ამ “ ქაშერულ” პროექტებსა და პროვოკაციებს… ან ჩვენ მივხედავთ!!! ბასტა!!!” –  ხათუნა ხოფერია
ალია·23:16

“განცდა მაქვს, ძალიან ცუდ დღეში ვართ” – გოჩა ჯავახიშვილი

“განცდა მაქვს, ძალიან ცუდ დღეში ვართ” – გოჩა ჯავახიშვილი
ალია·22:19

მამა მოკლა და სახლს ცეცხლი წაუკიდა – შსს თერჯოლაში ერთი პირის დაკავებაზე

მამა მოკლა და სახლს ცეცხლი წაუკიდა – შსს თერჯოლაში ერთი პირის დაკავებაზე
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.