ორიგინალი
"აქ "ლოხი" არავინაა! ყველგან ფიასკოა" - ლალი მოროშკინა
ალია·13:29

"აქ "ლოხი" არავინაა! ყველგან ფიასკოა" - ლალი მოროშკინა

27 ნოემბერი, 2026 · 13:29

ლალი მოროშკინა, სოვიალურ ქსელში, წერს:

ეს ჩვენი ბიჭები, პოლიციელები, უსაფრთხოება, წვალობენ, დალეწილები ბრუნდებიან სახლში, იშუშებენ მორალურ და ფიზიკურ იარებს და ამ დროს ვიღაც მტერი, უხილავი ხელით ისე ურევს სიტუაციას, რომ კვლავაც წკიპზე ვართ ფრონტის ხაზისგან, ახლა უკვე თურქეთის მხრიდან! ალბათ უპრიანია სასწრაფოდ შეიკრიბოს უშიშროების საბჭო, ავწონ -დავწონოთ არსებული, “გამაზული” და მოსალოდნელი რისკები, გავუშვათ პენსიაზე ყველა ის პერსონა, რომელთა უნიათობით ქვეყანაში ჩიხური სიტუაცია შეიქმნა და დღეის იქით, არცერთი გადაწყვეტილება თუ საჯარო ინტერვიუ, რომელმაც შეიძლება ქვეყანა დააზიანოს, საბჭოს ცენზურის გარეშე არ გასაჯაროვდეს. ახლა ვიღაცამ არ მითხრას დემოკრატიაო? სუბორდინაცია ჯერ არავის გაუუქმებია. წარმოუედგენელია, მხოლოდ პრემიერს აკიდო ყველა ტვირთი. ადამიანია, მანქანა კი არა! მივეჩვიოთ სირთულეების გადანაწილებას და ღირსეულად გადალახვას. რაც შეეხება თურქეთში საქართველოს საელჩოებთან საპროტესტო აქციებს, იმედია გესმით, რომ ეს სპეციალურად და საგანგებოდ დადგმული დემარშია, ისევე როგორც ე.წ. თურქი ფანები, კაი გაპარსული კისრებით და მწყობრი ნაბიჯით. აქ ლოხი არავინაა! საქართველოში გუშინ მოხდა თურქული სპეც.სამსახურების შემოდინება, სიტუაციის არევის დავალებით რაც დაკავშირებულია ქართულ-რუსული დიალოგის აღდგენის მცდელობით. ყველგან ფიასკოა. ვერც დიალოგი აღდგა ჯეროვნად, თურქეთიც გადავიკიდეთ. ახლა დავსხდეთ და ვიმსჯელოთ, როგორ მოვიქცეთ. იქნებ დროა რამოდენიმე სკამიდან ერთზე გადავინაცვლოთ, მოვახდინოთ როტაცია გარკვეულ უწყებებში, გავძლიერდეთ პოზიციებში და ქვეყანა გამოვიყვანოთ კრიზისიდან, რომელიც მხოლოდ გაღრმავდება. გამოსავალი ყოველთვის არსებობს! შიდა და გარე მტერი გააქტიურებულია, მაგრამ ღმერთი ყოველთვის ჩვენს გვერდზეა, როცა ჩვენ ის გვახსოვს!

სრული სტატია წყაროზეწყარო: alia.ge
  1. მთავარი
  2. ალია
  3. "აქ "ლოხი" არავინაა! ყველგან ფიასკოა" - ლალი მოროშკინა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ალია·15:07

მიტროპოლიტი აბრაამი საქართველოში ჩამოასვენეს

მიტროპოლიტი აბრაამი საქართველოში ჩამოასვენეს
ალია·14:40

ქობულეთის სოფელ მუხაესტატეში პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს –

ქობულეთის სოფელ მუხაესტატეში პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს –
ალია·14:39

მოემზადე თიბისის Cyber Monday-სთვის

მოემზადე თიბისის Cyber Monday-სთვის
ალია·14:31

დიმიტრი პესკოვი – ბირთვული იარაღი რუსეთის უსაფრთხოების საიმედო გარანტიაა

დიმიტრი პესკოვი – ბირთვული იარაღი რუსეთის უსაფრთხოების საიმედო გარანტიაა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.