ორიგინალი
„არ უნდა გავტყდეთ – ჩვენი იდენტობის გადარჩენა მხოლოდ დასავლურ ცივილიზაციაშია“ – ნინო კასრაძე
ალია·20:05

„არ უნდა გავტყდეთ – ჩვენი იდენტობის გადარჩენა მხოლოდ დასავლურ ცივილიზაციაშია“ – ნინო კასრაძე

28 ნოემბერი, 2026 · 20:05

თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მყოფმა მსახიობმა ნინო კასრაძემ „ტვ პირველის“ ეთერში ქვეყანაში ბოლო ორი წელიწადში განვითარებულ მოვლენებზე, სახელოვნებო სფეროში არსებულ ვითარებასა და ევროპული არჩევანის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, პრობლემები, რამაც ორი წლის წინ პროტესტი გამოიწვია, კვლავ მოუგვარებელია.

მისი თქმით, ამ ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება მნიშვნელოვნად შეიზღუდა.

კასრაძემ ხაზი გაუსვა, რომ კინოსა და თეატრის წარმომადგენლების დიდი ნაწილი დღესაც პროტესტშია. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი “გაწეულ მსხვერპლსა” და თეატრის დახურვას ზედმეტად მიიჩნევს, ეს ნაბიჯები უაზრო არ ყოფილა, განსაკუთრებით პატიმრობაში მყოფი მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლების მოლოდინის ფონზე.

მე მიმაჩნია, რომ ეს იყო რაღაცა ერთგვარი მსხვერპლი იმისთვის, რომ აი, ეხლა, რამოდენიმე დღეში ანდრო გამოდის ჭიჭინაძე გარეთ და მისი კოლეგები, მისი მეგობრები არიან მის მიმართ პირნათელი და რაღაცნაირად ღირსეულად ხვდებიან ანდროს. ანდრომაც რაღაცა სამართლიანად ორი წელი შეეზღუდა თავისუფლება და მისი მეგობრებიც მას ღირსეულად დახვდნენ. მათაც რაღაცა დაკარგეს. ესე რომ, ამას ყველაფერს უაზროს ვერ უწოდებ“, – განაცხადა კასრაძემ.

მსახიობმა აღნიშნა, რომ ევროპაში არსებული სირთულეებისა და კრიზისების მიუხედავად, საქართველოს ადგილი დასავლურ სივრცეშია, რადგან ქვეყნისა და მისი იდენტობის გადარჩენა სწორედ ამ არჩევანს უკავშირდება.

ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპაშიც არის პრობლემები და დღეს ძალიან დიდი კრიზისია… ინსპირირებული კრიზისები, ჩრდილოეთიდან ინსპირირებული კრიზისი ევროპაშიც. მაგრამ ჩვენ მაინც, აი, ამ ღირებულებების ერთგული ვართ და არ გვინდა ამის დათმობა და გვინდა, ჩვენ ვიცით, რომ ევროპა დაძლევს კრიზისს და ჩვენც გვინდა იმ სივრცეში ყოფნა. აი, ეს არის ჩემი მრწამსი… ამის გამო მე თანმიმდევრულად მჯერა, რომ ჩვენი გადარჩენა, ჩვენი იდენტობის გადარჩენა მხოლოდ დასავლურ ცივილიზაციაშია“, – აღნიშნა მან.

სრული სტატია წყაროზეწყარო: alia.ge
  1. მთავარი
  2. ალია
  3. „არ უნდა გავტყდეთ – ჩვენი იდენტობის გადარჩენა მხოლოდ დასავლურ ცივილიზაციაშია“ – ნინო კასრაძე

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ალია·20:09

ოკუპირებულ ახალგორში დე ფაქტო გამგებელი მურთაზ ვალიევი დააკავეს

ოკუპირებულ ახალგორში დე ფაქტო გამგებელი მურთაზ ვალიევი დააკავეს
ალია·20:07

საპროტესტო აქცია თბილისში

საპროტესტო აქცია თბილისში
ალია·20:07

„შემიძლია ყველაფრის დავიწყება, თუ საქართველოსთვის ყველა გავერთიანდებით“ – ანატოლი გიგაური აქციაზე მივიდა

„შემიძლია ყველაფრის დავიწყება, თუ საქართველოსთვის ყველა გავერთიანდებით“ – ანატოლი გიგაური აქციაზე მივიდა
ალია·19:02

მარი საბიაშვილი ბათუმში მომხდარ დაპირისპირებაზე ღია წერილს აქვეყნებს

მარი საბიაშვილი ბათუმში მომხდარ დაპირისპირებაზე ღია წერილს აქვეყნებს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.