ორიგინალი
„დაინტერესებული ვართ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით“ – ლავროვი
ალია·19:11

„დაინტერესებული ვართ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით“ – ლავროვი

25 ნოემბერი, 2026 · 19:11

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა „პრაგმატული“ უწოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ რუსეთთან დიალოგის შიში უნდა დაიძლიოს.

ლავროვის თქმით, მოსკოვი დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით და მიესალმება ბოჭორიშვილის გამონათქვამს, რომ რუსეთის ფედერაციასთან კონტაქტების არ უნდა ეშინოდეთ. მისი განცხადებით, ეს პრაგმატული მიდგომაა, რომელიც როგორც ქართველი ხალხის, ისე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ინტერესებს პასუხობს.

“დაინტერესებული ვართ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით და მივესალმები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებას, რომ არ უნდა ეშინოდეთ რუსეთის ფედერაციასთან კონტაქტების”, – აღნიშნა ლავროვმა.

შეგახსენებთ, მაკა ბოჭორიშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობებში არსებული პრობლემების გადაჭრა დიალოგის გარეშე შეუძლებელია. მისი თქმით, ბოლო წლებში ოპოზიცია მსგავსი კონტაქტების მიმართ შიშის დათესვას ცდილობდა.

„შესაბამისად, პირველ რიგში უნდა დავძლიოთ საუბრის შიში. არაფერია საშიში იმაში, რომ ელაპარაკო მას, ვისთანაც პრობლემები გაქვს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა. (ბიემჯი)

სრული სტატია წყაროზეწყარო: alia.ge
  1. მთავარი
  2. ალია
  3. „დაინტერესებული ვართ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით“ – ლავროვი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ალია·20:12

,, ვისაც სიმართლე აინტერესებს” – რას წერს სააკაშვილი?

,, ვისაც სიმართლე აინტერესებს” – რას წერს სააკაშვილი?
ალია·19:05

„მალადცი ბრატცი!“ – მაია ნადირაძე

„მალადცი ბრატცი!“ – მაია ნადირაძე
ალია·18:49

თბილისის მერია საახალწლო ნაძვის ხის სათამაშოებსა და დასადგამს 343 026 ლარად ყიდულობს

თბილისის მერია საახალწლო ნაძვის ხის სათამაშოებსა და დასადგამს 343 026 ლარად ყიდულობს
ალია·18:15

„ნაცმოძრაობა დღეს მაგონებს კაცს, რომელმაც დახოცა საკუთარი მშობლები და სასამართლოს შეწყალებას სთხოვს იმიტომ, რომ ობოლია“ – შალვა ოგბაიძე

„ნაცმოძრაობა დღეს მაგონებს კაცს, რომელმაც დახოცა საკუთარი მშობლები და სასამართლოს შეწყალებას სთხოვს იმიტომ, რომ ობოლია“ – შალვა ოგბაიძე
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.