“ერთ დღესაც ციხეში შეტყობინება მივიღე. მხოლოდ რამდენიმე სიტყვა…” – ვახო სანაია
ჟურნალისტი, ვახო სანაია, მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებს სატირით ეხმაურება:
ერთ დღესაც ციხეში შეტყობინება მივიღე. მხოლოდ რამდენიმე სიტყვა : ,,გუნდი აღარ არსებობს. ბოდიში. მეც განადგურებული ვარ. გეხვევი. შენი ზაზა”. წარმოიდგინეთ, რა დამემართებოდა. მოსვენება დავკარგე. შედეგი დღეს ვნახეთ. როგორ მოვედით აქამდე ! ირაკლი ღარიბაშვილი, გრიგოლ ლილუაშვილი, რომეო მიქაუტაძე, ანრი ოხანაშვილი, მამუკა მდინარაძე… სხვებს აღარ ჩამოვთვლი. გუნდი გამოშიგნულია. ,,ხეტაფე” დამარცხდა. ეს დამარცხებაზე მეტია. გუნდი აღარ არსებობს. ზაზა მართალი იყო.
