ისრაელის ელჩი ბათუმში მომხდარზე: “სამარცხვინო საქციელი”
საქართველოში ისრაელის ელჩი, ვალიდ აბუ ჰაია ბათუმში თურქეთისა და ისრაელის საფეხბურთო კლუბების შეხვედრისას განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა.
მან „ბათუმი არენაზე“ თურქული „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების დაპირისპირების კადრები პოლიციასთან გააზიარა და დაწერა:
„ტერორიზმი სპორტულ არენაზე: თურქული კლუბ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების ქმედებები ბათუმში, „ჰაპოელ ბეერ-შევასთან“ გამართულ მატჩზე. სირცხვილია, სამარცხვინო საქციელია“, – დაწერა ელჩმა.
