,, ქოცები “გავრილოვ 2-ს” გვიმზადებენ” – ლიკა ბასილაია-შავგულიძე
ჟურნალისტი ლიკა ბასილაია-შავგულიძე:
,,მაშ ასე: ქოცები “გავრილოვ 2-ს” გვიმზადებენ. ამისთვის ჩაყარეს ბავშვები ციხეებში, ამისთვის მიიღეს ე.წ. “გამჭვირვალობის კანონი” – სინამდვილეში რუსული კანონი, ამისთვის შემოიღეს ცენზურა, ამისთვის უნდათ რომ წავიდეთ სამშობლოდან, ამისთვის დევნიან ისეთ ადამიანებს, როგორიც თორნიკე რაზმაძეა, ვახო სანაიაა, მზია ამაღლობელია, ელენე ხოშტარიაა და სხვები და სხვები, სინდისის პატიმრები, დევნილი და შეურაცხყოფილი ჩვენი თანამოქალაქეები… ამიტომ რყვნიან და აშტერებენ ახალგაზრდობას თუ ნარკოტიკებით, თუ ქოლცენტრებით, ამიტომ აგინებენ დღე და ღამე ევროპას, ოღონდაც რუსებმა დატოვონ ისინი ხელისუფლებაში სამარადჟამოდ. და ახლოვდება დრო, როცა საქართველო დაუცველი, სულ მარტოდ დარჩენილი რუსების წინაში, იძულებული იქნება დაემორჩილოს კრემლის ნებისმიერ მოთხოვნას. აქედან ერთ-ერთი აუცილებლად იქნება რუსული არმიის რიგების შევსება. რავიცი ხალხო, თუ არ გვიყვარს ჩვენი შვილები, დავნებდეთ“
